„არცერთი ლაქა და მხოლოდ სიქათქათე!“ - ვისაც გაქვთ ძველებური ჩაის ტილოები, გიზიარებთ მათი გარეცხვის საუკეთესო მეთოდს - Gemrielia.ge

„არცერთი ლაქა და მხოლოდ სიქათქათე!“ - ვისაც გაქვთ ძველებური ჩაის ტილოები, გიზიარებთ მათი გარეცხვის საუკეთესო მეთოდს

„გემრიელიას“ ფეისბუქჯგუფის წევრი თეო ბოლოთაშვილი ძველებური ჩაის ტილოების გარეცხვის მეთოდს გვიზიარებს:

„გიზიარებთ ჩემს მიერ აპრობირებულ მეთოდს. ვისაც გაქვთ ესეთი ძველებური ჩაის ტილოები, ემალის ქვაბში ვათავსებთ ე. წ. ჩაის ტილოებს. ვამატებთ 2 სკ სარეცხ ფხვნილს, 2 სკ მათეთრებელს და მთავარს - 2 სკ ზეთს. როგორც კი გაცხელდება, ვრთავთ და ვტოვებთ გაგრილებამდე. შემდეგ კი თავისთავად ვაკრახმალებთ“.

თეოს მეთოდს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა: „თეო ბოლოთაშვილმა შემოგვათავაზა უტყუარი პოსტი. დიახ, არცერთი ლაქა და მხოლოდ სიქათქათე! მადლობა მას...“ - წერენ ჩვენი ჯგუფის წევრები.