„სათბურებში ზამთარ-ზაფხულ მომყავს მარწყვი“- წაიკითხეთ, როგორ იქცა ემიგრაციიდან დაბრუნებული მარტოხელა დედა წარმატებულ ფერმერად - Gemrielia.ge

„სათბურებში ზამთარ-ზაფხულ მომყავს მარწყვი“- წაიკითხეთ, როგორ იქცა ემიგრაციიდან დაბრუნებული მარტოხელა დედა წარმატებულ ფერმერად

მარიამ მაჩალაძე პროფესიით მუსიკოსია, თუმცა მისი ცხოვრება და საქმიანობა სრულიად განსხვავებული გზით წარიმართა. წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეურნეობაში ჩაება. დღეს საკმაოდ წარმატებული ფერმერია, რისი მიღწევაც არც ისე მარტივი იყო. ამასთან, მარიამი მარტოხელა დედაა და დიდი შემართებით ცდილობს შვილებს სასურველი განათლება მისცეს და წარმატებული მომავალი შეუქმნას.
 

 

- შვიდი წელი ვიყავი ემიგრაციაში. იტალიაში ოჯახური მიზეზების გამო მომიწია წასვლა. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, უკეთესი მომავალი შეგვექმნა ჩვენი შვილებისათვის. ძალიან მძიმედ მახსენდება ეს წლები. იყო ბევრი უძილო ღამე, შვილების მონატრება, ოჯახზე ფიქრი, მძიმე სამუშაო პირობები. რთულია, სანამ ენას ისწავლი და შეეგუები უცხო გარემოს. ყველა ღამეს ტირილში ვატარებდი. ყველა ემიგრანტის ცხოვრება მძიმეა, ვინც ოჯახიდან შორს არის.

 

- ამ დროს თქვენს შვილებზე ვინ ზრუნავდა?

 

- ჩემს შვილებზე ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები ზრუნავდნენ. ბავშვებს არაფერს აკლებდნენ და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ყველას. შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ჩამოსვლა და ბავშვების ნახვა, ინტერნეტის მეშვეობით ვესაუბრებოდი და ამან ცოტა შემიმსუბუქა ყოფა.

 

- თუმცა დადგა დღე და დაუბრუნდით ოჯახს. ამის მერე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

 

- მეუღლესთან განქორწინების შემდეგ დავბრუნდი ჩემი მშობლების სახლში, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. ემიგრაციაში ყოფნის დროს დამეღუპა დედა, რომელიც მძიმე სენით იყო დაავადებული, მისი მკურნალობა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მალევე დავბრუნდი საქართველოში და ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა წამომეწყო ისეთი საქმე, რაც საშუალებას მომცემდა მეცხოვრა შვილებთან და მამაჩემთან ერთად. ასე დავიწყე მეურნეობის აღორძინება.

 


სოფლად ცხოვრება და მეურნეობა ყველაზე მომგებიანი იყო ახალჩამოსული ემიგრანტისთვის. ამ ყველაფერზე ბევრად ადრე მქონდა ნაფიქრი და გეგმებიც შევადგინე. დავიწყე რქოსანი პირუტყვის შეძენა. ასევე, ბოცვრების, ღორების, გავაკეთე სათბურები. დავიწყე სწავლაც აგრონომიული კუთხით. ასე ნელ-ნელა გავაფართოვე საქმიანობა და მოვიყვანე სისრულეში ჩემი ჩანაფიქრი... გააგრძელეთ კითხვა