რატომ აყრიდნენ ბებიები სოდას ხახვს შეწვის დროს - მეთოდი, რომელიც ახლა აღარავის ახსოვს
დიასახლისებს არასდროს გვაქვს დრო, რომ დავდგეთ თითოეულ ქვაბთან და დაველოდოთ მომზადების დასრულებას. ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ასეთ რიტმში, შეიძლება რაიმე დაგვეწვას. დამეთანხმებით, ყველაზე მარტივად ხახვი შეიძლება დაიწვას, მაგრამ არ ინერვიულოთ, გასწავლით მარტივ ხერხს:
ხახვი სულ მეწვებოდა. ამის პირველი მიზეზი ის იყო, რომ სხვადასხვა ზომის კუბებად ვჭრიდი. როდესაც დიდი კუბიკები უბრალოდ რბილდებოდა, პატარები უკვე შავდებოდა. რა თქმა უნდა, მისი გამოყენება წვნიანისთვის აღარ შეიძლებოდა.
ასევე, დროის დაზოგვის მიზნით, ცეცხლს მაქსიმალურ სიმძლავრეზე ვაყენებდი, მიუხედავად ხშირი მორევისა, მაინც იწვებოდა.
შემდეგ კი გამახსენდა და გადავწყვიტე გამომეცადა ის ხრიკი, რომელსაც ბებია ყოველთვის იყენებდა.
რატომ უმატებდნენ ბებიები სოდას ხახვის შეწვისას?
ბებიას ჩვევად ჰქონდა ბოსტნეულის შეწვა თხელ ალუმინის ტაფაზე. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მათი ზედაპირი ისე დაზიანდა, რომ მასზე ფაქტობრივად მარტივად იწვოდა ყველაფერი. განსაკუთრებით ზიანდებოდა ხახვი, მაგრამ ბებიამ ეს პრობლემა ერთი ჩაის კოვზით მოაგვარა.
გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ 300 გრ ხახვისთვის დაგჭირდებათ 1/3 ჩაის კოვზი სოდა. კარგად აურიეთ. ეს შეაფერხებს წვის პროცესს, ხახვი შეინარჩუნებს თავის სტრუქტურასა და ფერს. არ შეგეშინდეთ, სოდის გემოს ვერც კი იგრძნობთ.
და თქვენ როგორ წვავთ ხახვს? შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქჯგფში და გაგვიზიარეთ თქვენი კულინარიული ხრიკები.