„ინარ­ჩუ­ნებს სა­სარ­გებ­ლო ელე­მენ­ტებს, გე­მო­თი პურს და მჭადს შო­რის დგას“ - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან - Gemrielia.ge

„ინარ­ჩუ­ნებს სა­სარ­გებ­ლო ელე­მენ­ტებს, გე­მო­თი პურს და მჭადს შო­რის დგას“ - პურის ცხობის რეცეპტი ცნობილი ტელეპროდიუსერისგან

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ზღვის­პი­რეთ­ში, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში (და­სახ­ლე­ბა შეკ­ვე­თილ­სა და ურეკს შო­რის) ცხოვ­რობს.

 

ბოლო 8 წე­ლი­წა­დია, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­იც­ვა­ლა, სოფ­ლად და­სახ­ლდა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ა­წყო იქა­უ­რი გა­რე­მო, მა­მუ­ლი, რი­თაც თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ამის შე­სა­ხებ სხვა დრო­საც დაგ­ვი­წე­რია.

 

ღლონ­ტებს სოფ­ლად ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მოს­წონთ და ამ­ბო­ბენ, - ეს ნა­ბი­ჯი უფრო ადრე უნდა გა­დაგ­ვედ­გაო...

 

 

ეზო-კარ­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით უამ­რა­ვი რა­მის კე­თე­ბა უწევთ. გარ­და იმი­სა, რომ კო­ტე­ჯე­ბი, რაც მათი ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, სულ ბა­ტო­ნი მა­მუ­კას პრო­ექ­ტით (პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია) და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის აშე­ნე­ბუ­ლი, ბოლო დროს ის პუ­რის ცხო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­საც ჩა­უღ­რმავ­და.

 

- კი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო... გო­ზი­ნა­ყიც გა­მი­კე­თე­ბია, ტორ­ტიც გა­მო­მი­ცხვია და ახლა პურ­საც მე თვი­თონ ვა­ცხობ. პუ­რის გა­მო­ცხო­ბა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე...

 

მოკ­ლედ, მე­პუ­რეც ვარ, - რა პრობ­ლე­მაა?! ისე კი არაა, მო­ვინ­დო­მე, სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ვის­წავ­ლე და გა­მო­ვა­ცხვე. ასე რომ, არა­ერ­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი სა­ფუ­ა­რია, მერე ცო­მის მო­ზე­ლი­სას უნდა იცო­დე, რა კონ­დი­ცი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფუ­ე­ბის პრო­ცე­სი. გა­მო­ცხო­ბი­სას ტემ­პე­რა­ტუ­რა თა­მა­შობს დიდ როლს.

 

იმა­საც ცოდ­ნა უნდა, რო­დის მო­უ­მა­ტო, ქერ­ქი რომ ჰქონ­დეს, ბო­ლოს ცოტა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა სა­ჭი­რო. პუ­რის ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლით გა­მო­ცხო­ბაც და­ვი­წყე. ცეხ­ვი­ლი ფქვი­ლის პური კი­დევ სხვა რა­მეა... ნახეთ პურის რეცეპტი