myquiz

ყველა ქალს ვთხოვ ჩაინიშნონ ეს სია - TOP 15 საკვები თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის - Gemrielia.ge

ყველა ქალს ვთხოვ ჩაინიშნონ ეს სია - TOP 15 საკვები თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის

 

ქალად ყოფნა ნიშნავს მირთმევამდე ყოველივე იმას, რაც გინდა. არანაირი კანონი და წესი! ნაყინი  სადილისთვის! ღვინო დესერტად! მაგრამ თქვენ გაქვთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც აისახება ყველაფერი, რასაც მიირთმევთ - კარგიც და ცუდიც - ეს არის თქვენი მკერდი.

 

იმისთვის, რომ მკერდი ჯანმრთელი იყოს, უნდა იკვებოთ ჯანსაღად. ჯანსაღად კვება ხელს უწყობს მკერდის დაავადებების შემცირებას, კარგი წონის შენარჩუნებას, იგი ასევე ხელს უწყობს ძუძუს კიბოს რისკის შემცირებას, მაგრამ არა აღმოფხვრას, განმარტავს კეტ ლემანი - ძუძუს კიბოსგან გადარჩენილი დიეტოლოგი, პროგრამის „ძუძუს კიბოსგან გადარჩენის“ დამაარსებელი, - ჯანსაღი კვება აძლევს თქვენს სხეულს ნივთიერებებს ზრდისა და განვითარებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილიზებას.

 


მკერდის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა მსოფლიოში, ყოველი მერვე ქალიდან ერთი ძუძუს კიბოს ებრძვის. ბევრი რისკ-ფაქტორის გადაჭრა არ შეგვიძლია, მაგალითად ოჯახის ისტორიის, ანუ ეს დაავადება შეიძლება იყოს გენეტიკური. თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღად კვება საუკეთესო გზაა ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად.

 

 

15 საუკეთესო საკვები თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის. 

 

 

რუკოლა და ფხალი

 

მართალია, თითქმის ყველა მცენარეული საკვები თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს, მაგრამ მათგან განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს როკოლა და ფხალეული. მათი ხშირი მიღება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

 

ნიორი

 

ნიორი შეიცავს  C ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც შესანიშნავია მკერდის ჯანმრთელობისთვის.

 

ოსპი

 

გამოკვლევების თანახმად, დღიურად ოსპის 10 გრამის მიღება 5 პროცენტით ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.

 

ოსპით მომზადებული კერძების სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

მწვანე ჩაი

 

მწვანე ჩაი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. აღსანიშნავია, რომ მწვანე ჩაი ადამიანებზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. ზოგიერთი მათგანი ცუდად გრძნობს თავს, როცა მწვანე ჩაის იღებს, მაგრამ სასურველია, რომ ნელ-ნელა შეაჩვიოთ ორგანიზმი ამ სასმელს და გაზარდოთ მიღების სიხშირე ყოველდღიურად. მაგალითად, მიიღოთ ერთი ჭიქა სადილზე ან ლანჩზე, შემდეგ კი ორი ან სამი ჭიქა დღეში.

 

ცხიმიანი თევზი

 

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ცხიმიანი თევზი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მკერდის ჯანმრთელობაზე. ის ნამდვილად ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა სელინიუმი და ომეგა 3.
                                               

მაყვალი და მოცვი

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კენკრა შეიცავს C ვიტამინსა და მანგანუმს, მაყვალსა და მოცვს აქვს შესაძლებლობა შეამციროს ძუძუს კიბოს რისკი, რადგან მათში დიდი რაოდენობითაა ციანიდინი, კემფეროლი და რესვერატროლი.

 

ბოსტნეულები

 

ცოცხალი პროდუქტები, როგორიცაა სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, შეიცავენ ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც რეალურად ამცირებენ ძუძუს კიბოს რისკს.

 

 

იოგურტი

 

ფერმენტული საჭმელი, მაგალითად, იოგურტი, შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ამაღლებს იმუნურ სისტემას. არასწორი კვებისგან შეიძლება განვითარდეს ნაწლავების კიბო, ფერმენტების შემცველი საკვები კი ხელს უწყობს როგორც ძუძუს კიბოს, აგრეთვე ნაწლავების კიბოს რისკის შემცირებას.

 

ხახვი 

 

ბოლო კვლევების თანახმად, ხახვიც ეხმარება კიბოს რისკის შემცირებას, ამიტომ ნუ იტყვით მასზე უარს და აუცილებლად ჩართეთ რაციონში.

 

ყველა ხილი

 

ეჭვგარეშეა, რომ ხილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტია ჯანსაღი კვების დროს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას, და ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საკვები, მათი მიღებით, ძუძუს კიბოს რისკი მცირდება.

 

ასევე, მწვანილი, სანელებლები, ციტრუსი, ქერი და შვრია - ყოველივე ეს ხელს უწყობს როგორც თქვენს ჯანმრთელობასა და ორგანიზმის გაძლიერებას, აგრეთვე მკერდის კიბოს რისკის შემცირებას.

 

 

ია რომანაძე