როგორ ვიკვებოთ ზამთარში - Gemrielia.ge

როგორ ვიკვებოთ ზამთარში


ზღვის ნობათი განსაკუთრებით მდიდარია იოდით და თუთიით. იოდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზრდისა და უჯრედების განახლების პროცესში. თუთია აუცილებელია სისხლის თეთრი ნაწილაკების გამომუშავებისათვის, რომელიც თავის მხრივ იმუნიტეტს აძლიერებს. ამგვარად, ორივე ელემენტი დაგეხმარებათ ზამთრის ინფექციებთან ბრძოლაში.

ზამთრის ბოსტნეულში შემავალი მინერალები და ვიტამინები იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებისგანაც დაგიცავთ. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ამ მხრივ კომბოსტოა, რომელი სახეობისაც არ უნდა იყოს: თეთრი, ბრიუსელის, რომანესკო, ბროკოლი, ყვავილოვანი თუ წითელი. დამწნილებული კომბოსტოც ძალიან სასარგებლოა: მასში ბევრი ფერმენტი, C ვიტამინი, კალიუმი შედის.
ნუ იყიდით ზამთარში უგემურსა და ძვირ პამიდორს ან მარწყვს. გააკეთეთ ფსონი სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე.

რკინის დახმარებით ჟანგბადი ყველა უჯრედამდე აღწევს. უფრო ხშირად, რკინის ნაკლებობას ქალები განიცდიან. ორგანიზმმა რომ რკინა უკეთ შეითვისოს, C ვიტამინთან ერთად უნდა მიიღოთ.
რკინის შემცველობით ჩემპიონია სისხლის ძეხვი ან კუპატი (22მგ 100 გ-ზე). ასეთი ძეხვი ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით შემწვარ კარტოფილთან.

არ თქვათ უარი ღვიძლის, თირკმელების ან გულისგან მომზადებულ კერძებზე, ისინი სავსეა მინერალებით. 100 გ ღვიძლი რკინის დღეღამურ ნორმას შეიცავს (14 მგ)
თუ სუბპროდუქტები არ გიყვართ, ან მათ ხარისხში ეჭვი გეპარებათ, საქონლის ხორცი მირთვით, რომელიც რკინის შესანიშნავი წყაროა. არ დაგავიწყდეთ პარკოსნებიც: ლობიო, ოსპი, რომლებიც ასევე ძალიან მდიდარია ცილით და კვირაში 2-3-ჯერ მაინც უნდა ჩართეთ თქვენს მენიუში.

ჩვეულებრივი შავი ჩაი სხვადასხვა ბალახეულის ჩაით ჩაანაცვლეთ. შავი ჩაი ნაკლებად სასარგებლოა, თანაც ხელს უშლის რკინის ათვისებას.
შაქარი თაფლით ჩაანაცვლეთ. მისი ბაქტერიოციდული მოქმედება უძველესი დროიდანაა ცნობილი

მიიღეთ ვიტამინი B9 ანუ ფოლის მჟავა. მისი ნაკლებობა იწვევს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, მეხსიერების გაუარესებას. ამ ვიტამინს შეიცავს ხორბალი, თეთრი ლობიო, ოსპი, წიწმატი, ნიგოზი, ღვიძლი.