„შეიცავს 23 ამინომჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის“ - წაიკითხეთ, რატომ უნდა მიირთვათ ფინიკი - Gemrielia.ge

„შეიცავს 23 ამინომჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის“ - წაიკითხეთ, რატომ უნდა მიირთვათ ფინიკი

ფინიკის პალმის ნაყოფი ჩირის სახით ფართოდ გავრცელებული საკვები პროდუქტია. ის მეტად სასარგებლო და ბევრისათვის საყვარელი ნუგბარია. ზოგს მიაჩნია, რომ მხოლოდ ფინიკისა და წყლის მიღებით ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე წელი იცოცხლოს, იმიტომ რომ ფინიკის ნაყოფი (ჩირი) შეიცავს ყველა ნივთიერებას, რომელიც კი ადამიანის ორგანიზმს სჭირდება.

 

შემადგენლობა

 

ფინიკი სხვა ხილზე გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს - დაახლოებით 65%-ს. მდიდარია რკინით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, კალციუმით, კალიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, ალუმინით, კადმიუმით, კობალტით, გოგირდითა და სხვა ძვირფასი ელემენტებით. ფინიკის ჩირი განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს 23 ამინმჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის. ფინიკში უხვად არის A, ჩ და B ჯგუფის ვიტამინები, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა და რიბოფლავინი. ფინიკის ჩირი საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს, ამიტომ დაბალკალორიულ საკვებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის რეკომენდებულია დიეტური კვებისას მათთვის, ვისაც ტკბილეული ეკრძალება. ფინიკის შაქარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლისა, ამიტომ მას წარმატებით იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში. 100 გრამი ფინიკი საშუალოდ 270 კკალორიას შეიცავს.

 

სამკურნალო თვისებები

 

ფინიკის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ფინიკის პალმის ნაყოფს ოდითგანვე იყენებდნენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კიბო, ტუბერკულოზი და სხვადასხვა ინფექციური სნეულება. პექტინის, სელენისა და საკვები ბოჭკოების შემცველობის წყალობით ფინიკი ონკოლოგიური პათოლოგიის შემაფერხებელ საკვებად გვევლინება. სელენი, რომელიც ფინიკში უხვად არის წარმოდგენილი, აფერხებს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ფინიკის ნაყოფის უნიკალური თვისებაა აგრეთვე სიცოცხლის გახანგრძლივება და კეთილისმყოფელი გავლენა მამაკაცურ პოტენციაზე... გააგრძელეთ კითხვა