ხრაშუნა კარტოფილის მომზადების საიდუმლოებანი - ანუ, როგორ შევწვათ კარტოფილი ყველაზე მადისაღმძვრელად - Gemrielia.ge

ხრაშუნა კარტოფილის მომზადების საიდუმლოებანი - ანუ, როგორ შევწვათ კარტოფილი ყველაზე მადისაღმძვრელად

 

მსოფლიოში ყველასათვის საყვარელი კერძი - შემწვარი კარტოფილია. დიახ, კერძი მაღალკალორიულია, მაგრამ თან როგორი მადისაღმძვრელი! დღეს ჩვენ გავარკვევთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ხრაშუნა და მადისაღმძვრელი კარტოფილი. 

 

რა სირთულეები შეიძლება იყოს ამ უმარტივესი კერძის მომზადებაში? მაგრამ გამოცდილი დიასახლისებიც კი ყოველთვის ვერ დაიკვეხნიან მზა კარტოფილის შესანიშნავი გემოთი და ტექსტურით. 

 

 

ხრაშუნა ეფექტი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტაფაზე კარტოფილის მხოლოდ ერთი ფენაა. დაჭრილი ნაჭრები უნდა იყოს ერთი და იმავე ზომის.

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეწვის დროს, ნაჭრები იშლება, თუ მათ აქვთ ბევრი სახამებელი. ზედმეტი რომ მოაცილოთ, გაფცქვნილი კარტოფილი, დაასველეთ წყალში. გააჩერეთ კარტოფილი ცივ სითხეში მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ყველა მხრიდან ქაღალდის (ნაჭრის) პირსახოცით გაასუფთავეთ. 

 

კარტოფილის ნაჭრები მოაყარეთ მხოლოდ კარგად გახურებულ ტაფაზე. შემდეგ შეწვით მაღალ ცეცხლზე და არ შეეხოთ მომდევნო 5 წუთის განმავლობაში. მორევის გარეშე შეამცირეთ ცეცხლი საშუალო ტემპერატურაზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი წესი წარმატებით შემწვარი კარტოფილისთვის.

 

 

არ არის რეკომენდებული თავიდანვე კერძის დამარილება. ფაქტია, რომ მარილის გავლენით კარტოფილი რბილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომზადების ბოლოს ის აუცილებლად ფაფად გადაიქცევა. გაზქურის გამორთვამდე, რამდენიმე წუთით ადრე, მარილი და პილპილი მოაყარეთ კარტოფილს.

 

ძალიან ხშირად ნუ მოურევთ კარტოფილს. ამავდროულად, ტაფა უნდა იყოს სწორი: სქელი ძირით და უფრო მაღალი კიდეებით. იდეალურია, თუ იგი დამზადებულია თუჯისგან, მაგრამ ასევე შესაფერისია ფოლადიც. 

 

ეს ბოსტნეული მდიდარია C, PP, B, K, E ვიტამინებით. ასევე შეიცავს უამრავ ფოლიუმის მჟავას, ფოსფორს, მაგნიუმს და კალიუმის მარილებს.

 

 

 

რაც შეეხება კალორიებს, საშუალოდ, 100 გრ შემწვარი კარტოფილი შეიცავს 300 კკალს.

 

საუკეთესო კერძები კარტოფილით იხილეთ აქ...