ასე ვყინავ წვნიანებს! - გალღობის შემდეგაც ისეთი გემო აქვს, როგორიც მომზადების დღეს - Gemrielia.ge

ასე ვყინავ წვნიანებს! - გალღობის შემდეგაც ისეთი გემო აქვს, როგორიც მომზადების დღეს

როცა საქმე საჭმლის შენახვას ეხება, გაყინვა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. თუ ამაში გვეთანხმებით, ისიც გეცოდინებათ, რომ საჭმლის გაყინვას თავისი წესები აქვს და უბრალოდ საყინულეში შედგმა საკმარისი არ არის. 

 

ნახევარფაბრიკატების საყინულეში შენახვა თითქოს მარტივია, მაგრამ წვნიანი თუ გაგიყინავთ ოდესმე? იქნებ გაგიყინავთ, მაგრამ გემო ისე არ მოგწონებიათ, რომ მეორედ აღარ გაგირისკავთ. არადა, ყველაფერს ცოდნა უნდა. ზოგიერთი თქვენგანი მაინც უეჭველად გაიფიქრებს, წვნიანს რად უნდა გაყინვაო, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს გააკეთეთ სუპი, მეორე დღეს კი ქალაქგარეთ მიდიხართ რამდენიმე დღით. რას უზამთ სუპს, გადააქცევთ?

 

ასე რომ, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენს წვნიანს გაყინვის შემდეგაც ისეთივე გემო ჰქონდეს, როგორც მომზადების დღეს.

 

გააგრილეთ, სანამ საყინულეში შედებთ

 

ცხელი წვნიანის პირდაპირ საყინულეში მოთავსებამ შეიძლება გაადნოს უკვე გაყინული საჭმელი. გასაცივებლად თქვენი წვნიანის ქვაბი მოათავსეთ ყინულიან წყალში და ხშირად ურიეთ. მისი უფრო მცირე ულუფებად დაყოფა ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას. თუ ზამთარია და აივანი გაქვთ, გარეთ გადგით და, დამეთანხმებით, უცებ გაცივდება.

 

 

გადაანაწილეთ წვნიანი

 

შეგიძლიათ თქვენი წვნიანი სხვადასხვა ჭურჭელში მოათავსოთ და ისე გაყინოთ. ულუფებად დანაწილებული წვნიანი მოსახერხებელია და ერთ გაცხელებაზე ერთი შეგიძლიათ მიირთვათ.

 

განაცალკევეთ მარცვლეული და მაკარონი

 

მაკარონი და მარცვლეული, რომლებიც წვნიანში მოათავსეთ, გაყინვის დროს შეიწოვება                     სითხე და რბილდება. ამიტომაც შეგიძლიათ ისინი მოხარშოთ და ცალკე გაყინოთ, სუფრასთან მიტანამდე კი დაუმატოთ ბულიონი საჭიროებისამებრ.

 

 

ბოსტნეული არ გადახარშოთ

 

მოხარშეთ ბოსტნეული არასრულად. ეცადეთ, ცოტათი ხრაშუნა იყოს. ეს თქვენს წვნიანს მეტად ცოცხალ გემოს მისცემს და გალღობის შემდეგაც სუპი უფრო გემრიელი იქნება.

 

ეტიკეტი არ დაგავიწყდეთ

 

წვნიანი საყინულეში კვირების განმავლობაში რომ არ ჩაგრჩეთ, ჭურჭელს ეტიკეტი მიაკარით. დააწერეთ დასახელება (თუკი რამდენიმე კონტეინერი გაქვთ) და მომზადების თარიღი. 

 

 

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ყინავთ თუ არა წვნიანებს და რატომ?

 

სტატია: ია რომანაძე