გემრიელი და სურნელოვანი საახალწლო დეკორაციები
ქვემოთ ნაჩვენები დეკორაციების უმეტესობისთვის გამომშრალი ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრებია საჭირო. მათ მოსამზადებლად, თხლად დაჭრილ ხილის ნაჭრებს ფუნჯით სქელი შაქრიანი სიროპი წავუსვათ და ღუმელში 100 გრადუსზე გამოვაშროთ დაახლოებით 1-1.15 საათი. ღუმელის კარი ოდნავ შეღებული დავტოვოთ.
დანარჩენი გემოვნების საკითხია: გააფორმეთ ლამაზი ბაფთებით, ლენტებით, ძაფებით, სანელებლებით (დარიჩინის ჩხირი, ვარსკვლავა ანისი, მიხაკი)
მანდარინის ან ფორთოხლის კანში გამდნარი ცვილი ჩაასხით და ბამბის ძაფი ჩააყოლეთ - სურნელოვანი სანთელიც მზადაა!
კიდევ ერთი ორიგინალური და ძალიან ლამაზი სანთელი:
და ბოლოს ყველაზე მარტივი - მიხაკის ჩხირებით გაფორმებული ფორთოხლები სახლში საოცარ სურნელს დაატრიალებს .