„ისეთ რამეს დავწერ, რაც არავის არცერთ რეცეპტში არ აუხსნია“ - ბლინების მომზადების მეთოდი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა + რეცეპტი - Gemrielia.ge

„ისეთ რამეს დავწერ, რაც არავის არცერთ რეცეპტში არ აუხსნია“ - ბლინების მომზადების მეთოდი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა + რეცეპტი

 

ყველასათვის საყვარელი ბლინების მომზადება არც ისე მარტივია მაშინ, თუ გსურს რომ იდეალური გამოგივიდეს. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, ნონა დანელიამ ( Mlm Rano )-მ გაგვიზიარა, მაშ ასე: 

 

„დღემდე მომდის კმაყოფილი ადამიანების მესიჯები, ამას წინათ მომწერეს ,,ისეთი საოცრება გამომივიდა, რაც მე გლოცეთ მთელი ცხოვრება გეყოფაოთ"-ო, გულში ისეთი სითბო ჩამეღვარა, დიდხანს ვუყურებდი წერილს. 

 

ისეთ რამეს დავწერ რაც არავის არცერთ რეცეპტში არ აუხსნია და ვერც 3 წუთიან ვიდეო რგოლებში ნახავთ და მაინც რატომ არის ჩემი ბლინები უნაკლო და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება...

 

ბლინის ცომი ხელის ფართო სათქვეფელათი მოურიეთ, მიქსერიც შეიძლება, ოღონდ დაბალ სიჩქარეზე, კვერცხი არ უნდა გადათქვიფოთ, რათა არ წარმოიშვას ქაფი, ქაფიანი ცომით გამოვა ნასვრეტებიანი ბლინები, მით უფრო ზოგი ისეთი სწრაფია ან გამოუცდელი ჰგონიათ რა საჭიროა დაყოვნება მაცივარში და პირდაპირ იწყებს ცხობას და იწყება მერე ისეთი არ გამოვიდა და ა.შ. ნასვრეტდება, სკდება... შედეგი ვერ დგება საუკეთესო...

 

 

როგორც მოგახსენეთ, კვერცხი თქვეფადი ინგრედიენტია და მისი ხშირი თქვეფით წარმოიქმნება ქაფი, მასა ამის გამო მოცულობაში იწყებს ზრდას, საკმარისია რამოდენიმე ხნით დავტოვოთ, ის ისევ იწყებს ჩაფუშვას და ზომაში დაპაყარავებას, ამიტომაა საჭირო ბლინის ცომის მაცივარში გამოტარება რომ დაჯდეს ცომი და მეტიც მერე ერევა ერთი ჭიქა წყალი და ზეთი, ეს კიდევ უფრო უწყობს ცომს ხელს, რათა მეტად ბლანტი გახდეს, ჩაახშოს ქაფი, ერთნაირად გლუვი და პრიალა გახადოს.

 

მეორე, თუ ამის შემდეგაც დარჩა ქაფი, სუფრის კოვზით გადაიღეთ. 2 კოვზიც კი საკმარისია. საქმე წაგივიდეთ იდეალურად, ყოველი დასხმისას ამოურიეთ და ისე დაასხით ცომი ცხელ ტაფაზე.

 

ყურადღება მიაქციეთ ცხობასა და ცხობას შორის ცომის სისქეს, ვინაიდან პროცესი ხანგრძლივია. ცომის სითხე ორთქლდება ღუმელის სიახლოვეს და შუა და შუა საჭიროებს ცოტა ცივი წყლის ჩამატებას. ცოტა ნიშნავს 20-30 მილილიტრს და არა ერთბაშად - ნახევარ ჭიქას.

 

დღესასწაულების პერიოდში, დროის უკმარისობა ყველას აწუხებს, ეს ბლინები შეგიძლიათ ღამე დააცხოთ და დილით გადაახვიოთ, არაფრით არ მიეკრობა ერთმანეთს და არც გამოშრება, გახმება. გამომცხვარ ბლინებს ტილო გადაფარეთ და ისე დატოვეთ.

 

 

ფქვილიც ხშირად არის რომ განსხვავდება ერთი ბრენდისიც რომ იყიდოთ ერთი ვერ იქნება, მოსავალი რომ ერთხელ მოიმკა ის პარტიაა ერთნაირი, ყოველი ახალი ახალს ნიშნავს, ამიტომ ბლინების ცომი თუ სქელი მოგივიდათ მშვიდად წყნარად ვამატებთ 2-3 სუფრის კოვზ ცივ წყალს, თუ პირიქით თხელი მოგივათ ფქვილი გახსენით ცოტა ცივ წყალში და დაუმატეთ, წამში გამოასწორებთ და აიცილებთ იმედ გაცრუებას თავიდან.

 

ამ ბლინებით იდეალური გამოდის აჩმაც.

 

ახლა კი, დაპირებული რეცეპტი:

 

ბლინები

 

ხორციანი/ყველიანი/ ნადუღიან-კარტოფილიანი

 

 

ცომი:

 

5-კვერცხი

4- 200 მილილიტრიანი ჭიქით წყალი

3- 200 მილილიტრიანი ჭიქით ფქვილი

2- ს/კ ზეთი

1- ჩ/კ მარილი

 

რეცეპტი ადვილი დასამახსოვრებელია 5, 4, 3, 2, 1. აუცილებლად მიჰყევით რეცეპტს და უნაკლო ბლინები გამოგივათ.

 

მომზადება:

 

ჯამში გავთქვიფოთ 5 კვერცხი, ჩავყაროთ მარილი და 3 ჭიქა წყალი, წყალი და კვერცხი რომ გაიხსნება თითო თითო კოვზი ფქვილი ჩავაცრათ არაფრით არ დაგიკურკუშალდებათ თუ ასე ფაფუკ თითო კოვზ ფქვილს უზამთ, ვთქვიფოთ ხელის მყარი სათქვეფელათი მანამ სანამ სრულად 3 ჭიქა ფქვილს არ გამოვლევთ, ბოლოს მოაკარით ჯამს სამზარეულოს პარკი და 30 წუთით მაცივარში მოვასვენოთ.

 

დროის გასვლის შემდგომ მასა ოოდნავ გასქელდება, ახლა უყავით ზეთი და დარჩენილი 1 ჭიქა წყალიც, კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები გაიხსნას და შეერიოს ერთმანეთს.

 

ამასობაში გავახუროთ ტაფა, ის დაბალი გვერდებით, მსუბუქი და ბრტყელი უნდა იყოს, რათა ადვილად შეძლოთ ცომის მოსხმა და მანევრირება, გამოუცდელ ან დიდი ხნის უხმარ ტაფას ზეთიანი ,,სალფეთქი" მოუსვით პირველ ფენაზე მეტჯერ არ დასჭირდება.

 

ცომს როგორც კი დაასხამთ მთელ ზედაპირზე სწრაფად შემოატარეთ ზედმეტი კი უცებ გადმოღვარეთ ჯამში.

 

ვაცხობთ მხოლოდ ერთ მხარეს, როგორც კი ბლინის ცომი ტაფის გვერდებს მოსცილდება მზად არის გადმოსაღებად

 

და კიდევ ერთი თუ ცხობის დროს ბლინის ცომი შეატყეთ ცოტა გასქელდა შეგიძლიათ თამამად დაუმატოთ დაახლოებით 30 მლ წყალი, ასე იცის მე შუა შაცხობაშიც და ბოლოსკენაც ვათხელებ ცომს.

 

ცომით გამოდის 35 დიდი ზომის ბლინი, ჩემი ტაფა 21 სანტიმეტრია არაა პატარა, ხორცი კი ზუსტად ერთი კილო დაგჭირდებათ 700 გრ საქონელი 300 გრ ღორის ხორცი 2 დიდი თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი, პირადად მე ვანელებ შემდეგნაირად მარილი წითელი და შავი პილპილი 100 მლ წყალი Cumin-Тмин და ცოტა ხმელი ქინძით.

 

ჯერ ვშუშავთ ოდნავ ზეთში წმინდად დაჭრილ ხახვს და ნიორს, შემდეგ შერეულ ფარშს თავისავე გამოღებულ წვენში თავდახურული, შემდეგ ვუმატებ წყალს და მანამდე ვტოვებ სანამ თითქმის არ ამოიორთქლებს აქვე ვასუნელებ რომ გემოც გაუჯდეს.

 

ძალიან გემრიელი გამოდის.

 

შიგთავს ხშირად უმატებენ ბრინჯსაც და კვერცხსაც, შესუნელებითაც ბევრი თავის გემოზე აგემრიელებს რაშიც შეზღუდულები არამც და არამც არ ხართ.“ - ნონა დანელია ( Mlm Rano ). 

 

(ცხვება ელექტრო ტაფაზეც)

 

გემრიელად მიირთვით!