ფსიქოლოგიური ტესტი: ამ 4 ხილიდან რომელს ირჩევთ? როგორია თქვენი ცხოვრების სცენარი? - Gemrielia.ge

ფსიქოლოგიური ტესტი: ამ 4 ხილიდან რომელს ირჩევთ? როგორია თქვენი ცხოვრების სცენარი?

გაინტერესებთ, როგორია თქვენი ცხოვრების სცენარი? აირჩიეთ ამ 4 ხილიდან რომელიმე და მხოლოდ ამის შემდეგ ნახეთ პასუხები.

 

1.    ლეღვი

 

თქვენი ცხოვრება ოჯახური დრამაა. განიცდით უფროსი თაობის გავლენას და ხშირად ზეწოლასაც კი. ამის გამო, ჩვეულებრივ, ისე იქცევით, როგორც უფროსები გეტყვიან: ბებია-ბაბუა, დედ-მამა, თუნდაც უფროსი ძმა ან და. მართალია ხშირად პროტესტს გამოთქვამთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს პროტესტი თქვენშივე კვდება, რადგან სხვებისთვის გაზიარებას, შეწინაღმდეგებას ვერ ბედავთ. ამ მიზეზით ხშირად სასიყვარულო ურთიერთობებში არ გიმართლებთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, იმედს ნუ გადაიწურავთ. თქვენი ოჯახისგან პაუზა აიღეთ, განიტვირთეთ, შეაჯამეთ წარსული და იმედის თვალით შეხედეთ მომავალს. თუკი ერთხელ მაინც დაიღწევთ თავს სხვების გავლენისგან, მით მალე გათავისუფლდებით და თავად იგრძნობთ, როგორ გაგიმარტივდებათ ცხოვრება.

 

2.    ფორთოხალი

 

თუ ფორთოხალი აირჩიეთ, თქვენი ცხოვრება ნამდვილი დრამაა. გგონიათ, რომ ამ სამყაროში ყველაზე მთავარი გარეგნობაა. ამის გამო ხშირად განსჯით ადამიანებს მათი გარეგნობის მიხედვით და აფასებთ ყველაფერს, რაც ლამაზია. თქვენი სურვილია სამყაროში მხოლოდ სილამაზე იყოს, აბა სად გაქვთ დრო სიმახინჯეზე ნერვების მოსაშლელად! სწორედ ამიტომ თავადაც ლამაზი იმიჯი გაქვთ მორგებული. ყოველთვის როდი ხართ ღიმილის ხასიათზე, მაგრამ თქვენ ხომ ღიმილი გიხდებათ, ამიტომ მაინც იღიმით ხოლმე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ, თუკი მხოლოდ გარეგნობაზე კონცენტრირდებით, გაცილებით მნიშვნელოვანი დეტალები გამოგეპარებათ. გაიაზრეთ, რომ უკვე აღარ ხართ პატარა, ცხოვრების გზაზე ერთგული მეგზურები გჭირდებათ, რომელთაც პირველ რიგში კარგი გული და ჭკვიანი გონება აქვთ.

 

3.    გრეიფრუტი

 

თქვენი ცხოვრება შთამბეჭდავ დრამას ჰგავს. ცხოვრებაში განსაზღვრული მიზანი გაქვთ, მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვით და არასოდეს ეგუებით მარცხს. ძალიან ამბიციური ხართ. თუნდაც სტაბილურად კარგი ცხოვრება გქონდეთ, მაინც არ ხართ კმაყოფილი და მუდამ მეტს მოითხოვთ როგორც თქვენი თავისგან, ისე გარეშემო მყოფებისგან. ამიტომ ყველაფერს აკეთებთ წინსვლისა და განვითარებისთვის. ამ თვისებების გამო თქვენი გარემოცვისთვის მისაბაძი ადამიანი ხართ, უფრო მეტიც, ბევრს შურს თქვენი და ისურვებდა გგავდეთ. თქვენი შემტევი ხასიათის გამო მუდმივად ყურადღების ცენტრში ხართ. ფაქტობრივად, თავად ქმნით თქვენს სამყაროს.

 

4.    მარაკუა

 

თუ მარაკუია აირჩიეთ, თქვენი ცხოვრების სცენარი ნამდვილი კომედიაა. უბრალო და კეთილი ადამიანი ხართ, ცდილობთ ცხოვრება არ გაირთულოთ და ისეთ რამეებზე ბევრი არ იფიქროთ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. თქვენთან ურთიერთობა მარტივია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისეთი ხუმრობა თქვათ, რომ იუმორის გრძნობით ჭირისუფალიც კი გააღიმოთ. იუმორის გრძნობა მეგობრების გაჩენაშიც გეხმარებათ და დიდი შანსია პარტნიორსაც სწორედ ეს თვისება განსაკუთრებულად მოსწონდეს თქვენში. მართალია თქვენი ცხოვრება კომედიას ჰგავს, მაგრამ იგი უფრო ჩაპლინის ფილმებს მოგვაგონებს, რომლებიც ბევრს გვაცინებს, მაგრამ გვასევდიანებს კიდეც. ნუ მოაჩვენებთ ხალხს თავს ლაღ ადამიანად, უარყოფითი ემოციების გამოხატვა ადამიანური თვისებაა და გულწრფელი იყავით საკუთარ სურვილებთან.
 

კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი ხილი აირჩიეთ და თუ დაემთხვა მისი აღწერა თქვენს ცხოვრებას.