პირველად მთვარეზე ბეკონი მიირთვეს... – 10 საინტერესო და უცნაური ფაქტი ხორცპროდუქტების შესახებ - Gemrielia.ge

პირველად მთვარეზე ბეკონი მიირთვეს... – 10 საინტერესო და უცნაური ფაქტი ხორცპროდუქტების შესახებ

 
ათასწლეულების მანძილზე ხორცი კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტად ითვლება. ამ ჯანსაღი პროდუქტისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეგიძლიათ. გიზიარებთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლებიც ხორცის შესახებ, ვფიქრობთ, არ გეცოდინებათ.

 

1. „პეპერონი“ - ამერიკული გამოგონებაა და არა იტალიური. იტალიაში სიტყვა „პეპერონი“ ბულგარულ წიწაკას ნიშნავს. ამიტომ იტალიური „სალიამი პეპერონი“ ფაქტობრივად არ არსებობს. 

 

2. გერმანიაში, ქალაქ რეგენსბურგში არის რესტორანი, რომელიც უკვე მუშაობის 900 წელს ითვლის. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ძეხვებს ყიდიან. შეიძლება ჩაითვალოს, რომ რესტორანი Garkueche auf dem Kranchen არსებობდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ინკები გამოჩნდებოდნენ. 

 

 

3. გერმანიაში არსებობს ძეხვის მუზეუმი - Deutsche Bratwurst museum. მუზეუმი ყველაზე პოპულარულ ნაციონალურ კერძს - ტრადიციულ გერმანულ ძეხვს ეძღვნება. მუზეუმი ვაშენბურგის მუნიციპალიტეტში, ჰოლცჰაუზენის დასახლებაში მდებარეობს. ის 2006 წლის 28 მაისს გაიხსნა და გერმანული ძეხვეულის დამზადების ტრადიციას უჩვენებს დამთვალიერებელს.

 

4. პირველი საჭმელი, რომელიც მთვარეზე მიირთვეს, შემწვარი ბეკონი იყო. სწორედ ასეთი ვახშამი ჰქონდათ ლეგენდარულ კოსმონავტებს - ნილ არმსტრონგსა და ბაზ ოლდრინს. 

 

 

5. თეთრი გარსი, რომელიც „სალიამს“ გარედან უჩნდება და რომელიც შეიძლება ხშირად დაინახოთ სუპერმარკეტებში - საკვები ობია, რომელიც ძეხვში სხვა ბაქტერიების გაჩენას ბლოკავს. 

 

6.  ბუტერბროდს სენდვიჩი ბრიტანელი გრაფ სენდვიჩის პატივსაცემად ეწოდა. გრაფი ცნობილი ბანქოს მოთამაშე იყო, რომელმაც მოიფიქრა, ხორცის ორი ნაჭერი პურის შუაში მოეთავსებინა, რათა კარტის თამაშის დროს ხელები არ დასვროდა. 

 

 

7. ლეგენდის თანახმად, „საექიმო“ ძეხვის შექმნის ბრძანება თავად სტალინმა გასცა.   ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატმა კი საექიმო ძეხვის რეცეპტი  შექმნა. კომისრის ვერდიქტის თანახმად, ახალი პროდუქტი განკუთვნილი იყო იმ „ავადმყოფებისთვის“, რომელთაც ჯანმრთელობა სამოქალაქო ომის და მეფის დესპოტიზმის მიზეზით შეერყათ. საექიმო ძეხვის პირველი ვერსია – «Докторская» 1936 წელს გამოვიდა. რეცეპტი  მოსკოველი ექიმების მიერ დეტალურად გადამოწმდა.

 

8. ტერმინები „თეთრი ხორცი“ და წითელი ხორცი“ ვიქტორიანულ ეპოქაში გაჩნდა. მაშინ სიტყვების - „მკერდი“ და „თეძო“ წარმოთქმა უწესობად ითვლებოდა. 

 

9. გერმანიაში ძეხვი მაგიდაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ იხილოთ და ყველაზე განსხვავებულ ვარიანტებში: შემწვარი ან მოხარშული, შებოლილი ან ნედლად გამოყვანილი. გერმანიაში 1500-ზე მეტი სახეობის ძეხვი არსებობს. ნებისმიერი მაღაზიის უმცირესი ვიტრინაც კი მომხმარებელს 40-60-მდე სახეობის ძეხვს სთავაზობს. 

 


 

10. ძეხვეულის გაყინვა შესაძლებელია 4 თვემდე. თუ ძეხვს მზეზე 10 წუთზე მეტხანს გააჩერებთ, გემრიელი საუზმე/ვახშამი გადაიქცევა მოუნელებელ კერძად და სწრაფად გაფუჭდება. რეკომენდებულია, ძეხვი მაცივარში 2-4 გრადუს ტემპერატურაზე შეინახოთ და მირთმევამდე 15 წუთით ადრე გამოიღოთ. ამგვარად, ძეხვი საუკეთესო გემოს მიიღებს. 
 

 

თეა ინასარიძე