„ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ფლორენციაში შექმნიდა“ - გაიცანით ტოსკანას დედაქალაქი, რომლის სამზარეულოზეც ლეგენდები დადის - Gemrielia.ge

„ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ფლორენციაში შექმნიდა“ - გაიცანით ტოსკანას დედაქალაქი, რომლის სამზარეულოზეც ლეგენდები დადის

ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ,ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისრის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია და გადაუჭარბებლად ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.

ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიადი წარსულის სულს და დინამიური თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი სამზარეულოთი, შოპინგითა და ათასგვარი გასართობით.

სწორედ ფლორენცია მიიჩნევა ადგილად, სადაც დაიწყო აღორძინების ეპოქა – დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო აქაურები არიან. რენესანსული არქიტექტურაც აქედან წამოვიდა. მას შემდეგ ქალაქი მთელი დიდებულებით მშვენივრად შემონახულია და დღეს ფლორენციას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

ფლორენციული სამზარეულოს შესახებ ლეგენდები დადის და გადაჭარბების გარეშე. ადგილობრივი კულინარების შემოქმედების გვირგვინია კილოგრამიანი სტეიკი (ბისტეცცა). ის სისხლიანი მოაქვთ, თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც მოითხოვოთ. პორცია 2-3 ადამიანს ყოფნის.

 

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ