Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
ქართულ ბაზარზე, გასული წლის ბოლოს შემოსული Kontakt Home მომხმარებელს გრანდიოზულ აქციას სთავაზობს. კომპანიის 2022 წლის მეგა აქცია - “საღამოს ბაზარი“ 28-29 იანვარს გაიმართება. როგორც Kontakt Home-ში ამბობენ, სხვადასხვა ქვეყანაში საღამოს ბაზარი ძალიან პოპულარული აქციაა და პირველად საქართველოში კომპანიამ მისი ლოზუნგის შესაბამისად: "კონტაქტი აბედნიერებს" ქართველი მომხმარებლების გახარება გადაწყვიტა.
“საღამოს ბაზარი“ 28-29 იანვარს, თბილისი ცენტრალში, მეორე სართულზე მდებარე Kontakt Home-ის მაღაზიაში გაიმართება. აქცია 21:00 საათზე დაიწყება და 00:00 საათამდე გასტანს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “საღამოს ბაზრის“ ფარგლებში მომხმარებელი Kontakt Home-ის მაღაზიაში, პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს, მათ შორისაა ტელევიზორები, სმარტფონები, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, MADAM COCO-ს პროდუქცია. „ყველაფერი, რაც გჭირდება სახლისთვის, საუკეთესო ფასად დაგხვდებათ,“ - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება სააქციო ფასებს:
- ჰოფმანის ორთქლის უთო 2000W სიმძლავრის მხოლოდ 29,99 ლარი 59,99 ლარის ნაცვლად;
- Franko მტვერსასრუტი 2400W სიმძლავრის მხოლოდ 159,99 ლარი 229,99 ლარის ნაცვლად;
- Hoffmann 6 კგ ტევადობის სარეცხი მანქანა მხოლოდ 559,99 ლარი 699,99 ლარის ნაცვლად;
- Smart TV SKYTECH 81 სმ ეკრანით მხოლოდ 549,99 ლარი 719,99 ლარის ნაცვლად;
ინფორმაციისთვის, კომპანია ქართულ ბაზარზე 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.
Samsung, LG, Bosch, Toshiba, Electrolux, Huawei, Realme, Sony, Panasonic, BQ, Sonorous, Elari, Thomas, Beurer, Hoffmann, Madam Coco და ა.შ. – “გლობალური ბრენდების ყველაზე დიდი ასორტიმენტი და საუკეთესო ფასები!”- ეს ის დაპირებაა, რითაც ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის მაღაზია Kontakt Home გასული წლის ბოლოს წარსდგა ქართველი მომხმარებლების წინაშე. სწორედ ამ დაპირებით და აქციით „საღამოს ბაზარზე“ იქნება შესაძლებელი შეიძინოთ ტექნიკა და ტექსტილი საუკეთესო პირობებით მომდევნო ორი დღის განმავლობაში.
R