კვლიავის ნაყენი ანგინის სამკურნალოდ - Gemrielia.ge

კვლიავის ნაყენი ანგინის სამკურნალოდ



სხვადასხვა სასარგებლო თვისებასთან ერთად, კვლიავს გააჩნია ანტისპაზმური, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური თვისებებიც და გამოიყენება გაციების, ასთმის, სურდოს, მშრალი ხველის დროს.

გთავაზობთ ხალხური რეცეპტს, რომელიც  უებარია ანგინის დროს და 4 საათში საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

ამ სამკურნალო საშუალების დასამზადებლად, ნახევარ ჭიქა ახალდაფქულ კვლიავს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღოთ. მიღებულ სითხეს გაწურავთ, დაამატებთ 1/4 ჭიქა წყალს და ხელახლა მიიყვანთ ადუღებამდე.
გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ 1 ს.კ კონიაკი. წამალი მზადაა!

დალიეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. ორი საათის შემდეგ უკვე შვებას იგრძნობთ: ყელის ტკივილი ნაწილობრივ გაივლის და საკვების ყლაპვა გაგიადვილდებათ. ოთხი საათის შემდეგ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ამ სასმელის მიღება. თუმცა, თუ ანგინა მძიმე ფორმებშია და ყელი ძალიან გტკივათ, შეგიძლიათ განაგრძოთ ნაყენის სმა.

ეს სამკურნალო სასმელი მათაც შეუძლიათ მიიღონ, ვინც ხშირად ცივდება, აწუხებს ტონზილიტი და ფარინგიტი