myquiz

„სოდა და იოდი საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში“ – გიორგი გოგნიაშვილი გვირჩევს - Gemrielia.ge

„სოდა და იოდი საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში“ – გიორგი გოგნიაშვილი გვირჩევს

 

ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი, გადაცემაში – „პირადი ექიმი“, გვაძლევს საუკეთესო რჩევას, ომიკრონის ვირუსთან საბრძოლველად: 

 

„ომიკრონს ახასიათებს საშინელი ყელის ტკივილი, თითქოს თავში გადასცემს პაციენტს. გრძელდება დაახლოებით 2 დღის განმავლობაში, მართალია, ტკივილი რთული ასატანია, მაგრამ ნუ ღელავთ, ეს არ იწვევს მოგუდვას. 

 

სახლის პირობებში შემიძლია გირჩიოთ ასეთი მეთოდით მომზადებული სითხე: გადადუღებულ, თბილ წყალში, ჩაამატეთ 1 ჩკ. სოდა და 2–3 წვეთი იოდი. მთავარია, იოდზე ალერგიული არ იყოს პაციენტი. ამ მეთოდს ჩემი ოჯახიც ხშირად იყენებს. საგრძნობლად ამცირებს ტკივილს.

 

ასევე, კოვიდის პერიოდში, უნდა შევამციროთ ცხარე, მწარე, მჟავე, ძალიან ცივი და ძალიან ცხელი საკვების მიღება“ – გიორგი გოგნიაშვილი.

 

ასევე, დაგაინტერესებს – აი, რა უნდა ჭამოთ, თუკი კორონავირუსს სახლში მკურნალობთ (+ რეცეპტები)