ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია - Gemrielia.ge

ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია

 

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ - მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დე­ლი­კა­ტე­სებ­ში ელი­ტურ პრო­დუქ­ტად ით­ვლე­ბა. მას თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ბრა­უნშვა­იგ­ში (დიდი ქა­ლა­ქი ქვე­მო საქ­სო­ნი­ის მხა­რის სამ­ხრეთ–აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში) აწარ­მო­ებ­დნენ და სა­ხე­ლი Braunschweiger - სწო­რედ ამ ქა­ლა­ქის პა­ტივ­სა­ცე­მად უწო­დეს.

 

 

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მო­ე­ბა მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო, ხოლო მე-19 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დი­დან ამ დე­ლი­კა­ტე­სის ექ­სპორ­ტი გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რე­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პო­პუ­ლა­რუ­ლი ძეხ­ვის რე­ცეპ­ტუ­რა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და, ამი­ტომ ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი არ ყო­ფი­ლა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ლი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ სა­ბო­ლო­ოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვის სა­ერ­თო და­სა­ხე­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

 

ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, პუნ­ქტი 2.212.2-ის თა­ნახ­მად, ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც «Braunschweett Mettwurst» ან «Braunschweiger».

 

ბრა­უნშვა­ი­გის რე­გი­ონ­ში, პრო­დუქ­ტი წარ­მო­ად­გენს შე­ბო­ლილ ღო­რის ძეხვს, ნივ­რის გა­რე­შე. მე­ზო­ბელ ავ­სტრი­ა­ში ის მო­ნა­დი­რულ ძეხვს უფრო ჰგავს, აშშ-ში კი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არის ღო­რის ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, შე­ბო­ლი­ლი, რბი­ლი კონ­სის­ტენ­ცი­ის მქო­ნე ძეხ­ვი, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ სენდვი­ჩებ­ში, მდოგ­ვთან, პო­მი­დორ­თან და ყველ­თან ერ­თად. ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი მის ნედ­ლად შე­ბოლ­ვას გუ­ლის­ხმობს.

 

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია

 

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი შავი წი­წა­კით

 

ამ ძეხ­ვის რე­ცეპ­ტის გა­ჩე­ნას ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ერთ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც ძეხ­ვის მწარ­მო­ებ­ლის შე­გირ­დი გახ­ლდათ, თა­ვი­სი დამ­საქ­მებ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი შე­უყ­ვარ­და. არც გო­გო­ნა იყო ვა­ჟის მი­მართ გულ­გრი­ლი, მაგ­რამ, რო­დე­საც შე­გირდმა ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მას მისი ხელი სთხო­ვა, ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ მის­გან თან­ხმო­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ­და, თუ იმ ძეხ­ვზე გემ­რი­ელ ძეხვს და­ამ­ზა­დებ­და, რო­მე­ლიც მას იტა­ლი­ელ­მა ვა­ჭარ­მა ჩა­მო­უ­ტა­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მის ქა­ლიშ­ვილს იტა­ლი­ელს მი­ა­თხო­ვებ­და.

 

შე­გირ­დი მთე­ლი ღამე შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ დი­ლით ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძეხ­ვის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი და­ი­წუ­ნა. სა­სო­წარ­კვე­თილ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა შე­აგ­რო­ვა შე­გირ­დის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძეხ­ვის ყვე­ლა ნა­ჭე­რი, გა­ა­კე­თა მათ­გან ფარ­ში, და­უ­მა­ტა სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ავ­სო გარ­სი შიგ­თავ­სით. მა­მას გა­ა­სინ­ჯა და უთხრა, რომ ის შე­გირდმა და­ამ­ზა­და. შე­დეგ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და კმა­ყო­ფილ­მა ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტი გო­გო­ნამ საქმროს ქორ­წი­ლის დღეს გა­უმ­ხი­ლა.

 

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში

 

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი პაპ­რი­კით

 

მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მსგავ­სად, ძეხ­ვი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­შიც იწარ­მო­ე­ბა.

 

პრე­მი­უმ კლა­სის პრო­დუქტს „კა­ი­ზე­რის ბრენ­დის ქვეშ ნი­კო­რა ამ­ზა­დებს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბით. ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა კომ­პა­ნი­ამ 2008 წელს და­ი­წყო

 

პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­ზის ძეხ­ვე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბა სპე­ცი­ფი­კურ ტექ­ნო­ლო­გი­ას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ნედ­ლად შე­ბოლ­ვის ტექ­ნო­ლო­გია მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა კა­ტე­გო­რი­ის ძეხ­ვე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის­გან.

 

ნედ­ლად შე­ბო­ლილ პრო­დუქ­ცი­ას თვე­ზე მეტი დრო სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლურ საშ­რობ კა­მე­რებ­ში, რათა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მოშ­რეს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის კონ­ტრო­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კა­მე­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ნედ­ლე­უ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის იყოს.

 

ნედ­ლად შე­ბო­ლილ ძეხვს დახ­ვე­წი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი გემო აქვს. ის ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად უნდა და­იჭ­რას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იგ­რძნოთ არო­მა­ტე­ბი. და­საჭ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ხის საჭ­რე­ლი დაფა და ბას­რი, გრძელ­პი­რი­ა­ნი დანა. სა­სურ­ვე­ლია ძეხ­ვის ნა­ჭე­რი არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 2.5 მი­ლი­მეტრს.

 

 

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი

 

„კა­ი­ზე­რის“ ბრენ­დის ქვეშ, გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვის სამ­ნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი მზად­დე­ბა:

 

  • კლა­სი­კუ­რი;
  • პაპ­რი­კით;
  • შავი წი­წა­კით.

 

ბრა­უნშვა­ი­გურს სხვა ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლის­გან გა­ნას­ხვა­ვებს მისი გარ­საც­მი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სუ­ნე­ლით მზად­დე­ბა. შრო­ბი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ნე­ლი ხორ­ცზე გა­და­დის და პრო­დუქტს გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს ანი­ჭებს.

 

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის შე­ძე­ნა „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სა­სურ­ვე­ლი წო­ნით და სა­სუფ­რედ დაჭ­რი­ლი ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ.

 

თეა ინა­სა­რი­ძე