„ხინკალი გვყავს გადასარჩენი, ხალხო“ - ესმა კუნჭულია გამომწერებს ხინკლის საიდუმლო რეცეპტს უზიარებს - Gemrielia.ge

„ხინკალი გვყავს გადასარჩენი, ხალხო“ - ესმა კუნჭულია გამომწერებს ხინკლის საიდუმლო რეცეპტს უზიარებს

ცნობილი კულინარი ესმა კუნჭულია აგრძელებს ძველი ქართული რეცეპტების აღმოჩენას და თავის გამომწერებს ამჯერად ხინკლის რეცეპტს უზიარებს.

 

„ხინკლის საიდუმლო რეცეპტი. რამდენი ნაოჭი უნდა ჰქონდეს ხიკალს? 

 

ხინკლის კვლევისს შემხვდა 3 ვერსია: 19, 28 და 33!!!

 

1) 19 ნაოჭი - „ისტორია იწყება იბერებიდან“ წიგნის ავტორი, მეცნიერი Tamar Asanishvili ამბობს რომ 19 ნაოჭი ახალი მთვარის 19 დღის სიმბოლოა და ასე უნდა იყოს!

 

2) 28 ნაოჭი : სავსე მთვარის რიცხვია და თვის სიმბოლოა; ეს მოსაზრება ფოლკლორში უხვადაა; 

 

3) 33 ნაოჭი - ქრისტეს ასაკია - ანუ ქრისტიანობამ ქრისტეს ასაკს დაამთხვია  ნაოჭები! ეს მოსაზრება შემხვდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოლოგ-ავტორთან!

 

და რას მივირთმევთ? რელიგიურ მისტიკას თუ ცხელ-ცხელ ხინკალს? ჩემს წიგნში წაიკითხავთ!

 

ვაჟა-ფშაველას აქვს ნიგვზისა და ნივრის ხინკლებზე ამბები.... გასტრონომიული კულტურის მუზეუმი - ამბების მუზეუმია.
ხინკალი გვყავს გადასარჩენი, ხალხოო.


ეს სილამაზეები ნანა აფციაურმა მოამზადა „გასტრონომიული მუზეუმუსთვის“. ეს არის უხსოვარი ფორმა და ასეთ კეთებას თაობები ხვეწავდნენ. ნაქარგია ფაქტობრივად. ხელოვნების ნიმუში. მორწმუნე ადამიანების პატივისცემით მოხვეული ნაზი ნაქარგი. ჩუქურთმაა - ხინკლის ჩუქურთმა!!! და ჰგავს ამ ფორმის შემკვრელი ტაძრების მეჩუქურთმეს. ეს არის უხსოვარი ფორმა და ასეთ კეთებას თაობები ხვეწავდნენ. ნაქარგია ფაქტობრივად. ხელოვნების ნიმუში. მორწმუნე ადამიანების პატივისცემით მოხვეული ნაზი ნაქარგი. ჩუქურთმაა - ხინკლის ჩუქურთმა!!!  და ჰგავს ამ ფორმის შემკვრელი ტაძრების მეჩუქურთმეს (ხინკლის რელიგიაზე და მითოლოგიაზე ცალკე გიამბობთ, ახლა ერთი ოჯახის რეცეპტი).

 

ფარშში მთიულები მხოლოდ ხახვს,წიწაკას და მარილს ამატებენ  და წყლით ათხელებენ; მოხევეები და თუშები ამ ყველაფერს კვლიავს ამატებენ!!! კვლიავი არ არისო ძირა, როგორც ბევრი წერს ხოლმეო - მიხსნის ჩემი მთხრობელი ნანა აფციაური - კვლიავი არის მთის ქონდარი, ძველად ამბობდნენ ხოლმე: წავიდეთ,ქონდარაი მოვიკვლიოთო, აქედანაა სახელი კვლიავიო… 
რაც დრო გადის, ვხვდები - რომ გასტრონომიულ კულტურაში მთავარი - ადამიანია!!!


კულტურაში ზოგადად არის მთავარი - ადამიანი, კულტურა შექმნა ადამიანმა ადამიანებისთვის და ადამიანობისთვის. 
მაგრამ გასტრონომიაში რეცეპტებზე მთავარია - ადამიანი. გემოს და სუნის სუბიექტურიბა ხდის ადამიანს მთავარს კვების კულტურაში და მე კიდევ უფრო მეტის თქმა მინდა - ყველა რეცეპტში ვხედავ ადამიანს, მის ოჯახს, მის წინაპრებს. 
მთხრობელი ნანა აფციაური: მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს 1 კგ ფარშზე 2-3 თავი ხახვი,ორი- სამი კბილი ნიორი,დაღერღილი წიწაკა, მარილი და კვლიავი  ნახევარი ჩაის კოვზზე ოდნავ ნაკლები.ცივი წყლით ვათხელებთ. ფარში ძროხის და ღორი ხორცის თანაბარი რაოდენობ ,ან ძროხა მეტი, თუ ღორის ხორცი მსუქანია.


დაუკვირდით ფრაზას: “მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს”!!! ეს ფრაზა ინდივუდუალობის ზეიმია. ყველა ოჯახს საკუთარი გემო აქვს. გასტრონომიული კულტურა - სუბიექტური კულტურაა!!! - წერს ესმა კუნჭულია.