„იტალიელებმა ზუსტად იციან, როგორ დატკბნენ ცხოვრებით...“ ნახეთ სოფი ლორენის მაკარონის დიეტა - Gemrielia.ge

„იტალიელებმა ზუსტად იციან, როგორ დატკბნენ ცხოვრებით...“ ნახეთ სოფი ლორენის მაკარონის დიეტა

იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანების სიაში საპატიო ადგილს, ასაკის მიუხედავად, მყარად ინარჩუნებს. მისმა ასაკმა კარგა ხანია 80-ს გადააჭარბა, მაგრამ მაინც მშვენიერ ფორმაშია. რაში მდგომარეობს იტალიელი მსახიობის მშვენიერი ფორმების საიდუმლო სინამდვილეში?

 

სოფი იცავს გარკვეულ წესებს კვების კუთხით და დიდ დროს ხარჯავს თავის მოვლის პროცედურებზე. მსახიობი დარწმუნებულია, რომ უფრო მარტივია თავის მოვლა, ვიდრე მომატებული კილოგრამების დაკლება. ამიტომ მისი ყოველდღიური რაციონი სპეციალურად მასზეა მორგებული და დაბალანსებული.

 

Софи Лорен

 

სოფი ლორენის კვების წესები

როგორც ყველა იტალიელი, სოფის უყვარს გემრიელად კვება. თუმცა მისი ულუფების რაოდენობა მცირე და ხშირ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება. მსახიობის კვების რაციონში არ არსებობს სასუსნავები და მავნე საკვები. თვეში ერთხელ კი 3-დღიან დიეტას იცავს, კალორიების დათვლით.

 

макароны

 

სოფი ლორენის მაკარონის დიეტა

მაკარონი - მთავარი პროდუქტი 3-დღიანი კვების რაციონში, რომელიც უწყობს ხელს ფორმების შენარჩუნებას. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ იტალიელები დიეტებში ხშირად მაკარონს აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევენ... გააგრძელეთ კითხვა