„80 ჰექტრამ­დე მი­წა­ზე ნუში და კა­კა­ლი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი“ - გაიცანით თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი - Gemrielia.ge

„80 ჰექტრამ­დე მი­წა­ზე ნუში და კა­კა­ლი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი“ - გაიცანით თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

 

სა­ნამ ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ქე­თე­ვან ისი­ა­ნი და რო­მი­კო ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი ბოლ­ნის­ში საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ი­წყებ­დნენ, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ბოლ­ნის­ში, თა­ვი­ანთ ბა­ღებ­ში ატა­რე­ბენ და ორ შვილ­საც იქ ზრდი­ან...

 

"ჩემ­თვის აქა­უ­რო­ბა არ არის უცხო და ამი­ტომ ად­ვი­ლად გად­მოვ­სახ­ლდით. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ სოც­მე­დი­ამ გა­მი­ტა­ცა და ბო­ლოს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, აგ­როს­ფე­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი", - ამ­ბობს ქე­თე­ვან ისი­ა­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

 

- ჩემი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ სფე­რო­თი. 2018 წელს ბა­ბუ­ამ რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტა­რი მიწა გვა­ჩუ­ქა და უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყეთ ფიქ­რი, რო­მე­ლი კულ­ტუ­რა გაგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. შემ­დეგ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად კომ­პა­ნია და­ვა­არ­სეთ. ამ ეტაპ­ზე 80 ჰექტრამ­დე მი­წა­ზე ნუში და კა­კა­ლი გვაქვს გა­შე­ნე­ბუ­ლი.

 

- ბოლ­ნი­სი უმე­ტე­სად ბოსტნე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი. თქვენ კი კაკ­ლის და ნუ­შის ბა­ღე­ბი გა­ა­შე­ნეთ.

- გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ნი­ა­და­გი და კლი­მა­ტი, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მო­ვი­ძი­ეთ. კა­კა­ლი და ნუში არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. სე­ტყვის შემ­თხვე­ვა­შიც ნაკ­ლე­ბად ზი­ან­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ბა­ზარს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც დღეს არის. ამ კულ­ტუ­რე­ბის გა­შე­ნე­ბა სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ.

 

 

- და იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად თქვე­ნი კუ­თხე ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

 

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. მიწა ნა­ყო­ფი­ე­რია და ამით ქვე­მო ქარ­თლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა. აქ, ძი­რი­თა­დად, ერ­თწ­ლი­ან კულ­ტუ­რებს ანი­ჭებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა კი სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია და­ი­წყო და წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა. 2019 წელს ბოლ­ნის­მა მიკ­რო­ზო­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა მე­წარ­მე­ებ­მა ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნო აწარ­მო­ონ. თა­ვი­დან, რო­დე­საც ამ საქ­მი­ა­ნო­ბას ვი­წყებ­დით, ბევრ პრობ­ლე­მას შე­ვე­ჯა­ხეთ. ეს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის არარ­სე­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა... გააგრძელეთ კითხვა