„ბევრი ვიბრძოლე და ახლა 7 ზომით პატარა კაბა მაცვია“ – როგორ დაიკლო 60 კილოგრამი 32 წლის სამანტამ - ახალგაზრდა ქალის განსაცვიფრებელი ისტორია - Gemrielia.ge

„ბევრი ვიბრძოლე და ახლა 7 ზომით პატარა კაბა მაცვია“ – როგორ დაიკლო 60 კილოგრამი 32 წლის სამანტამ - ახალგაზრდა ქალის განსაცვიფრებელი ისტორია

32 წლის სამანტა ტეილორი 2020 წლის მაისში 160 კილოგრამს იწონიდა. მისი კვების რეჟიმი მოუწესრიგებელი იყო, სამანტა უარს ვერ ამბობდა სწრაფ კვებასა და შოკოლადზე. მიუხედავად ამისა, მან 60 კილოგრამის დაკლება მოახერხა და ახლა 7 ზომით პატარა კაბას იცვამს.
 

სამანტა 19 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მასში დეპრესია გამოიწვია. წონის მატებისა და უკონტროლო კვების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს სწრაფი კვების ობიექტები დაიხურა, სამანტამ პირველად მოამზადა კერძი სახლში. მას შემდეგ, უკვე 18 თვეა, რაც ის სწორ კვებაზე გადავიდა და 60 კილოგრამი დაიკლო.

 

”ვიფიქრე, რომ თუ რამეს არ გავაკეთებდი, ლოქდაუნიდან ორჯერ უფრო დიდი გამოვიდოდი. აქამდე თავს არაფერს ვუკრძალავდი, ყველაფერს ვჭამდი,რაც მომინდებოდა. როცა კერძების მომზადება თავად დავიწყე, მივხვდი, რომ ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ჩვევები“... წაიკითხეთ სრულად