1 ლიმონის 10 ჯადოსნური თვისება, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გვქონდა - Gemrielia.ge

1 ლიმონის 10 ჯადოსნური თვისება, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გვქონდა

თუ ცხოვრება გაძლევს ლიმონს, გააკეთე ლიმონათი! მაგრამ კიდევ რაში შეიძლება მისი გამოყენება? ლიმონის წვენი 5-6 % მჟავას შეიცავს და მისი ph დონე 2-სა და 3-ს შუა მერყეობს, ამიტომ ის შეუცვლელი დამხმარეა სამზარეულოს ზედაპირების გასაწმენდად, ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად.

1. ჩაიდნის წმენდა

თუ თქვენს ჩაიდანს ნადების ფენა გაუჩნდა, ჩაასხით წყალი, დაამატეთ 1 მუჭა ლიმონის კანი, დააწურეთ ლიმონიც და დადგით ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ ეს სითხე ჩაიდანში 1 საათი დატოვეთ, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ.

2. მიკროტალღური ღუმელის გაწმენდა

თუ მიკროტალღურს ცხიმისა და საჭლის ნარჩენები მიახმა, შედგით მასში წყლიტ სავსე ჯამი, რომელში ლიმონის ან ფორთოხლის ცედრაა მოთავსებული. ჩართეთ მაღალ სიმძლავრეზე და ადუღეთ წყალი 5 წუთი. დატოვეთ ცოტა ხანს ასე, რომ ორთქლმა დაარბილოს კედლებზე მიმხმარი ჭუჭყი, შემდეგ გამოიღეთ ჭურჭელი და გაწმინდეთ შიდა ზედაპირი სველი ნაჭრით. ციტრუსის კანი უსიამოვნო სუნს გააქრობს და მსუბუქ დეზინფექციას მოახდენს.

3. ნაგვის ურნის უსიამოვნო სუნთან ბრძოლა

ლიმონის კანი ნაგვის ურნიდან უსიამოვნო სუნს გააქრობს. თუ ურნა სამზარეულოს კარადაშია დამაგრებული, შეგიძლიათ ლიმონის კანი კარადაში დააწყოთ.

4. ქრომირებული ზედაპირის გაპრიალება

ქრომირებულ ზედაპირს ნადებისა და ლაქებისგან ლიმონის წვენი გაასუფთავებს. შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ და რბილი ნაჭრით გაწმინდეთ. ამავე მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ უჟანგავი ფოლადის ნიჟარები.

5. ჰაერის არომატული დამატენიანებელი

თუ ზამთარში სახლში ჰაერი ძალიან შრება, ჭურჭელში ჩადეთ ლიმონის კანი, დაასხით წყალი და დადგით ქურაზე. ადუღების შემდეგ ცეცხლი მინიმუმზე დაიყვანეთ და გარკვეული დროით დატოვეთ. ჰაერი დატენიანდება და არომატით აივსება.

6. საჭრელი დაფის დეზინფექცია

ლიმონს მსუბუქი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ სამზარეულოს ზედაპირების საწმენდად გამოიყენოთ. საჭრელი დაფა ლიმონის წვენით გაწმინდეთ და დატოვეთ ცოტა ხნით, შემდეგ კი გარეცხეთ.

7. კერძების და ტკბილეულის არომატიზატორი

ლიმონის ცედრა არაჩვეულებრივ არომატს ანიჭებს როგორც ცომეულს, ასევე ხორცისა და თევზის კერძებს. სცადეტ და დაამატეთ ცედრა თევზის ან ხორცის მარინადს შეწვამდე, ან ღვინოში მომზადებულს და მზას.

8. ციტრუსის ექსტრაქტი

მოაგროვეთ ლიმონის და ფორთოხლის კანები, დაასხით არაყი ან სპირტი და დააყენეთ 7-10 დღე. მიღებული ექსტრაქტი გამოიყენეთ კრემებში, ცომეულში, დესერტებში.

9. ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალება

ბევრი ხალხური საშუალება ლიმონს პიგმენტული ლაქების საწინააღმდეგო საშუალებად თვლის. წაისვით ლაქებზე ცოტაოდენი წვენი და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ.

10. სკრაბი

ლიმონის ცედრა და შაქარი აურიეთ, დაამატეთ იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ სქელი მასა მიიღოთ. შხაპის შემდეგ შეიზილეთ დარბილებულ კანზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კანი უჩვეულოდ რბილი და სრიალა გახდება.

თქვენ რაში იყენებთ ლიმონს?