პატარა კულინარიული ეშმაკობები - Gemrielia.ge

პატარა კულინარიული ეშმაკობები



1. თუ ხახვს ძველ წინდებში შევინახავთ, ის საკმაოდ დიდხანს, 8 თვემდეც კი გაძლებს გაფუჭების გარეშე.

2. მწვანე ხახვი კარგად ინახება საყინულეში: გარეცხეთ, ბოლომდე გააშრეთ, დაჭერით და ჩაყარეთ პლასტიკის ბოთლში. შემდეგ გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.

GEMRIELIA

3. თუ გსურთ მწვანილი დიდხანს შეინახოთ, ამ ხერხს მიმართეთ: ჩადეთ მწვანილი წყლიან ჭიქაში, შემდეგ გადააფარეთ ცელოფნის პაკეტი და მაცივარში შეინახეთ.  იყიდება მწვანილის შესანახი სპეციალური  კონტეინერებიც, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს.

GEMRIELIA

GEMRIELIA
4. მოამზადეთ ძმრისა და წყლის ნარევი პროპორციით 1/10. გააავლეთ კენკრა ამ ნარევში და გააშრეთ. ნარევი საკმაოდ სუსტია და ხილს ძმრის გემო არ ექნება, სამაგიეროდ, ჟოლო თითქმის ერთი კვირა შეინარჩუნებს ჯანსაღ იერს, მარწყვი კი კიდევ უფრო მეტხანს.

5. ყველი მაცივრის ყველაზე თბილ ადგილას უნდა შეინახოთ. გაახვიეთ ჯერ ქაღალდში, შემდეგ ცელოფნის პაკეტში ან პლასტიკის კონტეინერში.

6. ახალი მწვანილები შეგიძლიათ ზეითუნის ზეთთან ერთად გაყინოთ: ჩადეთ დაჭრილი მწვანილი ყინულის ფორმებში და დაასხით ზეთი. ეს არომატული ზეთის კუბები შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძებში. განსაკუთრებით არომატული გამოდის როზმარინით, ორეგანოთი და ქონდრით.

GEMRIELIA

7. შემოახვიეთ ბანანის ყუნწს კულინარიული ცელოფანი - ასე 3-5 დღით უფრო დიდხანს გაძლებს.

GEMRIELIA

8. მაცივარში შენახვამდე, ბროკოლი, ნიახურის ღერები და სალათის კონა ჯერ ფოლგაში გაახვიეთ - ასე უფრო დიდხანს შეინახება.
სალათის შესანახად კიდევ ერთ მეთოდს გთავაზობთ: სალათა მოათავსეთ თასში, ზემოდან გადააკარით კულინარიული ცელოფანი, რომლის ქვეშაც ქაღალდის ხელსახოცს ჩააყოლებთ. ის შეიწოვს ზედმეტ ნესტს და ფოთლები უკეთ შეინახება.

GEMRIELIA
9. გარჩეული ნიგოზი, თხილი ყიდვის შემდეგ მსუბუქად მოხალეთ , შემდეგ კი მაცივარში შეინახეთ. ასე არომატსა და გემოს უკეთ შეინარჩუნებს

10. სოკო ქაღალდის პაკეტით შეინახეთ და არა ცელოფნის.