„დღეს პირველად გავყინე და ვნანობ, რომ უფრო ადრე არ ვაკეთებდი ამას“ – ლიმონის გაყინვის მეთოდი მკითხველისაგან - Gemrielia.ge

„დღეს პირველად გავყინე და ვნანობ, რომ უფრო ადრე არ ვაკეთებდი ამას“ – ლიმონის გაყინვის მეთოდი მკითხველისაგან

 

იცოდით ლიმონის გაყიდვის მეთოდი? თუ არა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. გამოცდილმა დიასახლისმა, ქალბატონმა ინგამ, გაგვიზიარა საუკეთესო მეთოდი: 

 

„რადგან მე მხოლოდ ხორკლიან ლიმონს ვყიდულობ (იმპორტულს), უფრო არომატული კანი აქვს და უფრო გემრიელია, ამავე დროს დიდი ზომისაა, ცოტას რომ მოვაჭრიდი კერძისთვის, ან სალათისთვის, დანარჩენი ნაწილი მედო და ზოგჯერ მიფუჭდებოდა კიდევაც, ამ დროს, ეგ ლიმონი, ზოგჯერ 5-6 ლარიც კი ღირს კილო. სულ მაგაზე ვფიქრობდ, რა მოვამზადო ისეთი, სადაც იმ დარჩენილი ლიმონის გამყენება შესაძლებელი იქნებოდა.. ხოდა, ვიფიქრე, მოდი – ვცდი გაყინვას:

 

 

 

 

 

2 ნაჭერი გავყინე (სატესტად), მერე გავალღვე, იმდენად კარგი შედეგი იყო, რომ 3 ლიმონი დავჭერი და გავყინე ( 2 ფენად ერთად), ბოლოებიც, სადაც მარტო ცედრაა, ცალკე გავყინე, ეგ ყფრო ხშირად მჭირდება კერძებში და მარინადებში. გამოვიდა 1 ცელოფნის პარკი და ბოლოები-კუდები-გვერდები – 1 პატარა პარკი.

 

 

დღეს საჭმელი მოვამზადე, ამ ლიმონის და ცედრის გამოყენებით და საერთოდ, ვერც იტყოდი რომ გაყინული იყო.“

 

ასევე დაგაინტერესებს: როგორ გავყინოთ მწვანილი - ერთადერთი უნივერსალური საშუალება ყველანაირი მწვანილისთვის

 

როგორ გავყინოთ ხილი ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყველა ვიტამინი

 

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ 10 პროდუქტის გაყინვა შესაძლებელია - ჩაინიშნეთ ეს სია!