რა მოხდება, თუკი დაობებულ პურს შევჭამთ?
წარმოიდგინე შემდეგი სიტუაცია: მიდიხარ შინ მშიერი, იღებ პურს და აღამოაჩენ, რომ ქერქს ობი აქვს მოდებული. რას მოიმოქმდებ? ბევრი ადამიანი თვლის, რომ პურზე გაჩენილი ობი – ბუნებრივი პროდუქტია და მასში ვერაფერს საშიშის ვერ ხედავს.
1. ობი – ეს ალერგენია. კანთან კონტაქტისას შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი, შეშუპება და გამონაყარიც კი.
2. არ შეუძლება დაობებული პროდუქტის დაყნოსვა, შესაძლოა სპორები ორგანიზმში შეიჭრას და სასუნთქი გზების დაავადებები გამოიწვიოს.
3. ორგანიზმში მოხვედრისთანავე ობი იწვევს თავის ტკივილებს, გულისრევას, მოთენთილობას.
4. მიკროტოქსინები აზიანებს ღვიძლს, ნერვულ სისტემას. ხდება ჰორმონების რეგულაციის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება.
იმისათვის, რომ პურის დაობება ავიცილოთ თავიდან, იქონიეთ საპურე სუფთად, დროდადრო გაწმინდეთ ის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცხობის სწორ ტექნოლოგიას. ობისგან მოწამვლის შემთხვევაში, საჭიროა გულისარევა, აქტივირებული ნახშირისა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ობი შეიძლება იყოს მწვანე, თეთრი, შავი, ყვითელი (ყველაზე მომწამლავი).
სხვათა შორის, უსაფრთხო ობიც არსებობს. მას იყენებენ ღვინისა და ყველის მომზადებისას. ის პროდუქტებს თავისებურ გემოსა და არომატს სძენს.