საქართველომ სომხეთს რძის პროდუქტ „მაცუნ“-ის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი აუკრძალა - რა სახელით გადის პროდუქტი ბაზარზე?
სომხური რძის პროდუქტი "მაცუნ“ - ამ დასახელებით საქართველოს გავლით რუსეთში ვერ შევა. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სომხეთს საქართველომ აუკრძალა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოცემა armenpress წერს, რომ საქართველოში "მაწონი“ ინტელექტუალურ საკუთრებადაა დაპატენტებული.
სომხური მხარის განმარტებით, 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყებამ ევროკავშირსა და საქართველოს მიმართა, რათა "მაწონი“ აღარ ყოფილიყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება და მათაც შესძლებოდათ ამ დასახელებით პროდუქტის ექსპორტზე გატანა. თუმცა სომხეთის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა... გააგრძელეთ კითხვა