კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ - Gemrielia.ge

კუჭ-ნაწლავი და რძემჟავა პროდუქტები - რატომ და რომელი რძის ნაწარმი უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ

 

კუჭ-ნაწ­ლავ­ზე ზრუნ­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. დღეს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არა­ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის არა­ერ­თი პრობ­ლე­მა იჩენს თავს. მათი თა­ვი­დან არი­დე­ბა ჯან­სა­ღი კვე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას უწყობს ხელს და გარ­კვე­ულ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ერთ-ერთი ასე­თია რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი.

 

რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო მათ­ში შე­მა­ვა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­მოა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი - პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი - ცო­ცხა­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნონ ადა­მი­ანს, კერ­ძოდ, და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი ორ­გა­ნიზ­მის მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა. ისი­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს აძ­ლი­ე­რე­ბენ. პრო­ბი­ო­ტი­კებს ხში­რად კე­თილ ბაქ­ტე­რი­ებს უწო­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ ცუდ ბაქ­ტე­რი­ებს ებ­რძვი­ან. ისი­ნი ერ­თგვა­რი ბა­რი­ე­რის ეფექტს ქმნი­ან, ნაწ­ლა­ვებს ცუდი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან იცა­ვენ, ამას­თან, ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკსაც ამ­ცი­რე­ბენ, რად­გან ორ­გა­ნიზ­მში პა­რა­ზი­ტე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უშ­ლი­ან ხელს. გარ­და ამი­სა, პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს.

 

პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის ჯგუფ­ში ბევ­რი ტი­პის ბაქ­ტე­რია შე­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვა ლაქ­ტო­ბა­ცი­ლა, ანუ რძისმჟა­ვას ბაქ­ტე­რია და ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ან­მა რძემ­ჟა­ვა ბაქ­ტე­რი­ის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ი­ღოს. ამ მხრივ, მა­წო­ნი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, რად­გან ის ბუ­ნებ­რივ პრო­ბი­ო­ტი­კებს შე­ი­ცავს. მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი რძემ­ჟა­ვა. ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ მაწ­ვნის შე­ნახ­ვის ვადა საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლეა.

 

 

ცნო­ბი­ლია, რომ ცხი­მი­ა­ნი და მძი­მე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ჩე­ნის მა­ღა­ლი რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვე­ბით კი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უზ­მო­ზე ცხი­მი­ა­ნი, დატ­ვირ­თუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბამ­დე 1 ჭიქა მა­წონს ჭა­მენ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბის და­ბა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ უზ­მო­ზე მცი­რე ულუ­ფა მაწ­ვნის მირ­თმე­ვა აუმ­ჯო­ბე­სებს ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას და ხელს უწყობს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას. თუმ­ცა მათ­თვის, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბა აწუ­ხებს, მაწ­ვნის უზ­მო­ზე მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. სა­სურ­ვე­ლია, მჟა­ვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მო­ი­წეს­რი­გოთ და მხო­ლოდ შემ­დეგ და­ი­წყოთ მაწ­ვნის უზ­მო­ზე მირ­თმე­ვა.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც რომ კუჭ-ნაწ­ლა­ვი ერ­თა­დერ­თი არაა, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც მა­წო­ნი უწყობს ხელს. ის ებ­რძვის გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს, დი­ა­ბეტს, დეპ­რე­სი­ას და კი­დევ არა­ერთ სხვა და­ა­ვა­დე­ბას.

 

კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის­თვის ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა რძის ნა­წარ­მის კი­დევ ერთი სა­ხე­ო­ბა - ხაჭო. ხა­ჭოს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი უმე­ტე­სად ამინმჟა­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით აიხ­სნე­ბა, ესე­ნია: მე­თი­ო­ნი­ნი, ქო­ლი­ნი და ლე­ცი­ტი­ნი. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ხა­ჭოს უნა­რი შეს­წევს, შე­ა­ჩე­როს ან თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლოს ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი გა­დაგ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც არა­ხელ­საყ­რე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია. ამ ფაქ­ტო­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ზედ­მე­ტად ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მი­ღე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­ვედ­რა. ამ­დე­ნად, ხაჭო სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით ხაჭო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის დროს. ჭარ­ბი წო­ნი­სა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს უცხი­მო ან ნაკ­ლე­ბად ცხი­მი­ან ხა­ჭოს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ცვლის ნორ­მა­ლი­ზე­ბის უნა­რი შეს­წევს.

 

 

რძის ნა­წარ­მი, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის ასე სა­სარ­გებ­ლოა, საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც. „სს ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ ტექ­ნო­ლო­გის ნინო ბუ­რძგლას გან­მარ­ტე­ბით, მათ ნა­წარ­მი­დან ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი იწარ­მო­ე­ბა.

 

„ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ცია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და ამავდრო­უ­ლად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ცაა. „დღის“ პრო­დუქ­ტე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს, რად­გან ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნა­წარ­მია. ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით უკომ­პრო­მი­სო­ე­ბი ვართ. წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან ნედ­ლე­ულს ვი­ყე­ნებთ. ტრა­დი­ცი­უ­ლი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­წარ­მო­ებთ აი­რან­საც, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც კუჭ-ნაწ­ლა­ვის­თვის, ისე სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ ტექ­ნო­ლო­გი .

 

თუ თქვენ ჯერ კი­დევ არ და­გი­წყი­ათ რძის ნა­წარ­მის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა, აღარ გა­და­დოთ. თუკი დარ­წმუნ­დით მაწ­ვნის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებ­ში, მი­ირ­თვით მისი ერთი ულუ­ფა უზ­მო­ზე, ხოლო რძის ნა­წარ­მის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხაჭო, არა­ჟა­ნი, რძე და ა. შ. - დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­დეგს მა­ლე­ვე და­ი­ნა­ხავთ. თქვე­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს და არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ას მო­ახ­დენთ. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, მაწ­ვნი­თა და ჩიას თეს­ლით შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ პუ­დინ­გი და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თვათ.