სასმელი, რომელიც წლების წინ „პეპსის“ და „კოლასაც“ კონკურენციას უწევდა... (+ რეცეპტი)
ქუჩის საკვების ან სასმლის ხსენებაზე უმრავლესობას მექსიკური ტაკო ან ჰოთ-დოგი გვახსენდება, თუმცა წლების წინ სხვა ყველა ქვეყანასთან ერთად ქართულ ქუჩებშიც შეამჩნევდით სასმელს, რომელსაც კვასს ან „ბურახს“ უწოდებენ. კვასი უალკოჰოლო ან ალკოჰოლის მცირე რაოდენობის შემცველი სასმელია, რომელსაც შესაძლოა სხვადასხვა სახის ხილი ან თაფლიც დავუმატოთ და სასიამოვნო, გამაგრილებელი სასმელი მივიღოთ.
თუმცა კლასიკური რეცეპტის მიხედვით იგი ძირითადად ჭვავისა და ალაოსგან, ცოტაოდენი ფქვილის დამატებით მზადდება. ტრადიციულ მეთოდში გამოიყენება ან გამხმარი ჭვავის პური, ან ჭვავის ფქვილისა და ჭვავის ალაოს კომბინაცია. გამხმარი ჭვავის პური ამოღებულია ცხელი წყლით და ინკუბაცია 12 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ხდება, რის შემდეგაც პურის საფუარი და შაქარი ემატება ექსტრაქტს და დუღდება 12 საათის განმავლობაში 20°C ტემპერატურაზე.
უცნობია კვასის წარმოშობის ზუსტი ისტორია, თუმცა თავდაპირველად მას ლუდის დანიშნულება მოეძებნებოდა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სლავებში, ასევე ევროპის მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ისტორიული წყაროების თანახმად, იგი პირველად კიევში 996 წელს ფიქსირდება, როდესაც პურთან და სხვა საკვებთან ერთად დაურიგდა კიევის მოსახლეობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ამერიკას კოკა-კოლა და პეპსი ჰქონდა, საბჭოთა კავშირი მას კონკურენციას კვასის გამოყენებით უწევდა.
პირველად რუსულმა კომპანია „ნიკოლამ“ გამოიყენა კვასი, როგორც ანტი-კოლას კამპანიის ნაწილი, უკვე მოგვიანებით კი კოკა-კოლა და პეპსი დათანხმდნენ კვასის წარმოებაში ჩაბმას, სწორედ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ქვეყანა შეუერთდა რუსეთის ბაზარს, თუმცა, როდესაც პროდუქტი რუსეთის საზღვრებს გასცდა, მისმა შიდა წარმოებამ იკლო. მეოცე საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ გერმანიაში კვასის 17 საწარმო ფუნქციონირებდა და მისმა წლიურმა წარმოების რიცხვმა 437 255 კასრამდეც კი მიაღწია.
1890-იან წლებში კვასის წარმოებისათვის საჭირო პირველი კვლევები კიევში ჩატარდა, მოგვიანებით კი მოსკოვში მეცნიერებმა განავითარეს ტექნოლოგიები.
აქვე გიზიარებთ კვასის მომზადების რეცეპტს.
დაგჭირდებათ:
ჭვავი, შავი პური 300გრ წყალი 3-4ლ შაქარი 10-15 ს.კ ქიშმიში 2 ს.კ
მომზადება:
პური დავჭრათ და გამოვაშროთ ღუმელში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. პურის ნაჭრები გავაციოთ და ჩავდოთ ქილაში. მდუღარე წყალში ჩაყარეთ შაქარი, გააციეთ, ჩაასხით ქილაში, დაუმატეთ ქიშმიშიც. ქილა შეფუთეთ ნაჭრით და თავი მოუკარით, შიგთავსმა უნდა დაიწყოს დუღილი.
ერთი დღის შემდეგ, კრეკერი დაიწყებს ამოსვლას და გამოჩნდება ქაფი.
2 სკ დამბალი პური გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში. შეურიეთ 1 ს.კ. შაქარი და 5 გრამი საფუარი. აურიეთ, ცოტა ხნით დააყოვნეთ თავდახურულ მდგომარეობაში და შეურიეთ პურის დანარჩენ მასას. კვლავ შეფუთეთ და გააჩერეთ.
2-4 დღის შემდეგ სასმელი მზად იქნება. გადაწურეთ სამმაგ ტილოში და შეინახეთ მაცივარში.
ელენე ასათიანი