myquiz

კარფურის 10 წლის იუბილე: სიყვარულის 10 დღე Mastercard-თან ერთად და რომანტიული პრიზების მოგების შანსი - Gemrielia.ge

კარფურის 10 წლის იუბილე: სიყვარულის 10 დღე Mastercard-თან ერთად და რომანტიული პრიზების მოგების შანსი

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით,  თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და  შექმნას ბედნიერი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

 

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. 

 

ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია. 

 

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „კარფური“ მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზები გადასცეს შოპინგისას. კამპანიის ფარგლებში, ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული - იანვარში „კარფურის“ მომხმარებლებს 10 საერთაშორისო ბრენდის მრავალფეროვანი საჩუქარი გადაეცათ, გამარჯვებულები კი იღბლიანი ბორბლის მეშვეობით გამოვლინდნენ. ამჯერად, თებერვალში „კარფური“ ერთგულ მომხმარებლებს, Mastercard-თან ერთად, ვალენტინობის თემატიკიდან გამომდინარე, რომანტიულ პრიზებს გადასცემს.  

 

 

10 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, „კარფურის“ ყველა ფილიალში შემოსულ მომხმარებელს შანსი ექნება მოიგოს 2 დღიანი საგზური, 2 ადამაინზე - ლოპოტა სპა რეზორტში. გარდა იმისა, რომ მოგზაურობის დროს გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ დატკბენენ კახეთის ბუნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასტუმრო მათ შესთავაზებს მაქსიმალურ კომფორტს და სასიამოვნო გარემოს - დახურულ საცურაო აუზს, ჯაკუზს, ცხელ - ორთქლის საუნებს და ფიტნეს ცენტრს. მათ ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ველოსიპედით და დატკბნენ  ლოპოტას ტბაზე სერინობით, ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი და შეიქმნან განსაკუთრებული მომენტები. 

 

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა ეწვიოთ „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, გადაიხადოთ Mastercard-ით და არ დაგავიწყდეთ „მაი ქლაბ“ ბარათის გამოყენება. ბოლოს კი დააკვირდით თქვენს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს. 

 

გარდა ამისა, „კარფური“ თავის მომხმარებლებს სხვა საჩუქრებსაც უმზადებს, მათ შორის: მამაკაცისა და ქალის სუნამოებს, სახლის მოვლის საშუალებისა და ტკბილეულის კალათას, სასმელების შეკვრას, თავის მოვლის საშუალებებს და სხვა მრავალფეროვან საჩუქარს. 

 

აღნიშნე კარფურის 10 წლის იუბილე Mastercard-თან ერთად, შეუერთდი 10-დღიან სასიყვარულო კამპანიას და არ გამოტოვო შანსი მოიგო გრანდიოზული პრიზები!


R