ლელა წურწმუმია: „ვიცი გაინტერესებთ, როგორ დავიკელი 15 კილო. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ჩემი დიეტა...“ - Gemrielia.ge

ლელა წურწმუმია: „ვიცი გაინტერესებთ, როგორ დავიკელი 15 კილო. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ჩემი დიეტა...“

ცნობილი მომღერალი და უკვე ტელეწამყვანი ლელა წურწუმია საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ თავის მაყურებელს დიეტას უმხელს, რომლის დამსახურებითაც უმოკლეს პერიოდში 15 კგ დაიკლო.

 

„ჩემი გულშემატკივარი, ნაცნობი, უცნობი, ძალიან ინტენსიურად კითხულობდა ჩემი წონის კლების ამბავს. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, მე როგორ დავიკელი 15 კილო.

 

ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ჩემი დიეტა... როგორ მოვედი ამ ფორმაში, თან საკმაოდ სწრაფად.

 

ძალიან ცუდი რამე გავაკეთე, 2 თვე ვიშიმშილე, ოღონდ არ გირჩევთ ამას. მე ასეთი სტრატეგია მაქვს, მაქვს ამის გამოცდილებაც, შესაბამისად, ყოველთვის ვიღებ იმ შედეგს, რაც მჭირდება, თუმცა მართლა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ გააკეთოთ ეს...

 

და შემდეგ უკვე წონის შენარჩუნება. როგორ ვინარჩუნებ წონას? დილით აუცილებლად გეახლებით ხილს ზომიერად და საღამოს 7 საათამდე ძალიან მსუბუქად ვვახშმობ, ანუ სადილს ვტოვებ. საღამოს 7 საათის მერე ვცდილობ, რომ საერთოდ არ მივიღო საკვები და შესაბამისად ამ წონასაც ვინარჩუნებ. ვცდილობ ცომეული, ბურღულეული და ასეთი მძიმე საკვები არ მივიღო...“

 

ვიდეო მოგზაურობიდან: