„კუზნეცოვის ჭურჭელი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყო“ - რა ფასი აქვს ახლა და რატომ ითხოვენ მას დღემდე ანტიკვარებით მოვაჭრეები - Gemrielia.ge

„კუზნეცოვის ჭურჭელი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყო“ - რა ფასი აქვს ახლა და რატომ ითხოვენ მას დღემდე ანტიკვარებით მოვაჭრეები

 

ფაიფურის ჭურჭელი ასწლეულებია, რაც სილამაზით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით გვაოცებს. ჩაის, სადილისა თუ ყავის ძვირფასი სერვიზები ჩვენი დედებისა და ბებიებისთვის პირველ რიგში სიამაყის და დადებითი ემოციების წყარო იყო. პოპულარულ სერვიზებს შორის იყო კუზნეცოვის ფაიფურის ქარხნის ნაკეთობებიც. ის დღესაც ბევრ ადამიანს აქვს სახლში და მფლობელებისთვის ძალიან ძვირფასია.  
 

კუზნეცოვის ფაიფურის ქმნილებები ყურადღებას იქცევს სილამაზით, მხატვრული დამუშავებითა და სინატიფით.

 


 

 

კუზნეცოვის ფაიფურს წარმოშობის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც 180 წელზე მეტს ითვლის. ამ ფაიფურის შემქმნელები კუზნეცოვების ოჯახი გახლდათ. ოჯახის მამას, იაკობ კუზნეცოვს ორი ვაჟი ჰყავდა - ტერენტია და ანისიმა. 1810 წელს oოჯახის მამამ დააარსა და გახსნა ფაიანსის მცირე საწარმო. ქარხანა საჭირო იყო სწორედ ისეთი ჭურჭლის დასამზადებლად, როგორიცაა ფაიფური და ფაიანსი.

 

 

 

1802-1810 წლებში ადგილობრივი ხელოსნების მიერ დამზადებულ ჭურჭელს დაბალი ხარისხი ჰქონდა და ძალიან იაფი ღირდა, ამიტომ მოთხოვნადი იყო გლეხებისთვის. არისტოკრატები კი ყველა ამ ნაკლოვანების გამო მასზე უარს ამბობდნენ. სწორედ ამ ყველაფერზე გაამახვილა ყურადღება რუსული ელიტური ფაიფურის მომავალმა შემქმნელმა, ტერენტი იაკობის ძე კუზნეცოვმა და 1810 წელს  ფაიფურის საკუთარი ქარხანა დააფუძნა. სულ რამდენიმე ათწლეულში კუზნეცოვის წარმოება ფაიფურის ნამდვილ იმპერიად იქცა და სახელი მოიხვეჭა არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაშიც... გააგრძელეთ კითხვა