წარმოუდგენელია, მაგრამ... დაალბეთ ხორცი რძეში - და კიდევ 4 პროდუქტი, რომელსაც რძე ძალიან უხდება - Gemrielia.ge

წარმოუდგენელია, მაგრამ... დაალბეთ ხორცი რძეში - და კიდევ 4 პროდუქტი, რომელსაც რძე ძალიან უხდება

 

ყველა დიასახლისს აქვს რამდენიმე საიდუმლო, რომლებსაც უახლოეს მეგობრებსაც კი არ უმხელს. თუმცა დგება დრო, როდესაც ყველაფერი აშკარავდება და ახლა სწორედ ის დროა, რომ ერთ-ერთი საიდუმლო გაგიზიაროთ.

 

რძეს თქვენ რაში იყენებთ? უბრალოდ სვამთ? ბლინებს აცხობთ? მოხარშულ კრემს ამზადებთ? ნუთუ მხოლოდ ამით ამოიწურება ამ პროდუქტის შესაძლებლობები? აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი პროდუქტი უფრო რბილი და გემრიელი ხდება მას შემდეგ, რაც რძეში გაიჟღინთება.

 

პროდუქტები, რომლებსაც რძე უხდება

 

 

დავასახელებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთაც თითქმის ყოველდღიურად ვამზადებთ, მაგრამ აზრად არ მოგვსვლია მათი რძეში დალბობა.

 

ქაშაყი

 

 

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქაშაყს რძე ძალიან კარგ გემოს აძლევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზედმეტად მარილიანია. 8-10 საათი საკმარისია იმისათვის, რომ თევზი ზომიერად მარილიანი და შიგნით ძალიან ნაზი გახდეს. 

 

დამჭკნარი სოკო

 

 

თუ რამეს შეუძლია დამჭკნარი სოკოს გაცოცხლება, ეს ნამდვილად რძეა. დაალბეთ სოკო რძეში სულ რაღაც 1 საათის განმავლობაში. სოკოს გემოც და სტრუქტურაც გაუმჯობესდება, მისით მომზადებული სოკოს სუპი კი ნამდვილი საოცრება გამოვა.

 

ხაჭო

 

 

ცხოვრებაში რამდენჯერმე (ან ხშირად კიდეც) ბევრ ჩვენგანს არ უმართლებს და მჟავე ხაჭო ხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად ვადაგასულია, ნურც მის გადაგდებას იჩქარებთ. რძეში 3-4 საათით დაალბეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით. თუ გემო მაინც არ მოგეწონათ, თქვენი დღე არ ყოფილა და გადააგდეთ (თუმცა ჩემთან რძეში დალბობა ყოველთვის ამართლებს).

 

ხორცი

 

თუ შეძენილი ხორცი ზედმეტად მაგარი აღმოჩნდა, გამყიდველის ლანძღვას ნაადრევად ნუ დაიწყებთ. ხორცი რამდენიმე საათით რძეში დაალბეთ, დარბილდება კიდეც და გაცილებით მადისაღმძვრელი გახდება.

 

თევზის ფილე

 

თევზი შეწვამდე აუცილებლად დაალბეთ რძეში. მხოლოდ 1 საათია საჭირო იმისთვის, რომ შეწვის დროს თევზი არ გამოშრეს და წვნიანი იყოს.

 

დარბილებისა და გემოს გაუმჯობესების გარდა, რძე პროდუქტში არსებულ მავნე ნივთიერებებსაც ებრძვის, განსაკუთრებით, სუბპროდუქტებსა და ხორცში. 

 

როგორ მოგეწონათ ეს პატარა ხრიკი? გამოიყენებთ თქვენს სამზარეულოში? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.