ზეითუნის ზეთის მაგივრად კარაქსა და ქონს იყენებენ - გაიცანით ლომბარდიული სამზარეულო - Gemrielia.ge

ზეითუნის ზეთის მაგივრად კარაქსა და ქონს იყენებენ - გაიცანით ლომბარდიული სამზარეულო

 

ლომბარდიული სამზარეულო იტალიის რეგიონის, ლომბარდიის ტრადიციული კერძების ერთობლიობა, რომლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: ბრინჯი, საქონლის ხორცი, კარაქი და ღორის ქონი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იტალიური სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია, მას სხვა იტალიურ გასტრონომიებთან არც ისე ბევრი საერთო აქვს. მათგან განსხვავებით ლომბარდიელები ტომატისა და ზეითუნის ზეთის მაგივრად კარაქსა და ქონს იყენებენ. ბევრ ასპექტში ლომბარდიული სამზარეულო ავსტრიულსა და ცენტრალურ ევროპულს უფრო ჰგავს, ვიდრე იტალიურს. ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია მილანური სკალოპი, შპაცლი და სპეცატინო, იგივე გულიაში.

 

გემრიელი მოგზაურობის ყველა გადაცემა იხილეთ აქ