„ძალიან ბევრი წელია საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან პური“ - როგორ ინარჩუნებს იდეალურ წონას დიკო ჯოჯუა - Gemrielia.ge

„ძალიან ბევრი წელია საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან პური“ - როგორ ინარჩუნებს იდეალურ წონას დიკო ჯოჯუა

„ძალიან ბევრი წელია საერთოდ ამოღებული მაქვს რაციონიდან პური (რა თქმა უნდა, გამონაკლისები ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათად). ხორცს არ ვჭამ,“ - აღნიშნა ტელეწამყვანმა დიკო ჯოჯუამ ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.

 

ტელეწამყვანმა მაყურებელს არც ის დაუმალა, რომ გარკვეულ პერიოდებში შიმშილობდა კიდეც: „ძალიან ბევრი მიშიმშილია. ცეკვას თავი რომ დავანებე, 47-კილოიანი დიკო გახდა 60-კილოიანი დიანა.

 

მიყვარს სპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წელია არ მივარჯიშია, ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. მართლა უალტერნატივოა, რაც უნდა იშიმშილო, დიეტა დაიცვა, მასაჟი გაიკეთო, სულ სხვანაირად გამოიყურება სხეული იმ დროს, როდესაც ვარჯიშობ,“ - ამბობს დიკო ჯოჯუა.