„რამდენჯერაც გავაკეთე ხინკალი, წვენი არ ჰქონდა. არსებობს რაიმე საიდუმლო?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„რამდენჯერაც გავაკეთე ხინკალი, წვენი არ ჰქონდა. არსებობს რაიმე საიდუმლო?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

რა სჯობს ნამდვილ, ქართულ, ტრადიციულ ხინკალს! ეს კერძი ხომ ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათია. მისი მომზადება არც ისე მარტივია, მითუმეტეს, თუ გსურს, ისე მოამზადო, როგორც მას შეშვენის. ჩვენი გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ წვნიანი ხინკალი:

 

 

„ძროხის ქონი დაამატეთ. ეგ უშვებს წვენს“ – თამუნა შიუკაშვილი

 

 

„ფარშს როდესაც ამზადებ წყალი უნდა დაუმატო და თხელი უნდა იყოს, კარგად მოურიე ხელით. წყალი და ფარში ერთ მასად აქციე, აი, ნახავ, როგორი წვნიანი გამოგივა ხინკლები“ – ნინო მალანია

 

 

„როდესაც ფარშს გააკეთებთ, ცოტა გაათხელეთ, გაურიეთ წყალი“ – ნინელი ვასაძე

 

 

„შეზავებული ფარში მოათავსეთ მაცივარში ერთი, ორი საათით და შემდეგ გამოიყენეთ (საყინულეში არა)“ – მარი 

 

 

„ჩვეულებრივი ცივი წყლით ვაზავებ ფარშს, ოდნავ მეტი ცხიმიანი თუა მეტ წვენს იკეთებს. და კიდევ ის, რომ ხახვი არ უნდა ქონდეს წვრილად გამოტარებული, სასურველია დაკეპილი, ან სქელ ბადეში გატარებული“ – ნინო ოქრიაშვილი

 

 

„ხორცი უნდა იყოს ზომიერად ცხიმიანი.ცხიმიანი ხორცი ბევრ წყალს იწოვს. ხარშვისას ცხიმიც წვენში გადის და გამოდის წვნიანი“ – ანა

 

 

„არავითარი საიდუმლო არ აქვს ღორის ხორცი უნდა იყოს ცხიმიანი და ხახვი უნდა ბლომად..ანუ ასე რომ ვთქვათ სალა უნდა დაამატოთ..რაც უფრო ცხიმიანია უფრო წვნიანია“ – ზაირა ნოზაძე