დღეიდან მანდარინის კანს აღარასოდეს გადავყრი: 6 რჩევა ციტრუსის მოყვარულებს - Gemrielia.ge

დღეიდან მანდარინის კანს აღარასოდეს გადავყრი: 6 რჩევა ციტრუსის მოყვარულებს

ზამთრის სხვა ყველა შარმთან ერთად, ციტრუსები და განსაკუთრებით მანდარინი უამრავი ადამიანის საყვარელი ხილია. მისი ჭამა ყველას უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მანდარინის კანის გამოყენებაც არანაკლებ ჭკვიანურად და საინტერესოდ არის შესაძლებელი.

 

ერთი შეხედვით არაფრისმომცემი კანი, რომელიც ძირითადად ნაგვის ურნაში აღმოჩნდება ხოლმე, შეგვიძლია საკუთარი საუზმის, ლანჩის თუ სადილის ძირითად ნაწილად ვაქციოთ.

 

 

1.    შეგიძლიათ დააქუცმაცოთ დაგამოიყენოთ ნამცხვრებისათვის, როგორც ცედრა;

 

2.    მოათავსეთ კანი მცენარეულ ზეთში, დაელოდოთ რამოდენიმე კვირა. უგემრიელეს და სურნელოვან ზეთს მიიღებთ თქვენი სალათებისათვის;

 

3.    ასევე, ამოავლეთ თხელი კანი შოკოლადში, გაყინეთ და მიირთვით, როგორც ხემსი შესვენებაზე;

 

4.    დაუმატეთ ყავას ან ჩაის, მოადუღეთ ყავასთან ერთად და დააყენეთ ჩაიდანში ჩაისთვის;

 

5.    შეაზავეთ იგი წყლით, მარილით, ძმრით და გამოიყენეთ, როგორც გამწმენდი საშუალება;

 

6.    დაუმატეთ ქათამს ან სხვა ნებისმიერ ხორცეულს შეწვის პროცესში. შედეგად უფრო წვნიან და არომატულ კერძს მიიღებთ.
როგორც ხედავთ, მანდარინის გამოყენება უამრავი გზით არის შესაძლებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სალათებში, ასევე მიიღოთ წყალთან ერთად, დამატებითი ვიტამინებისათვის.

 

 

სხვათა შორის, მანდარინის ხის გაზრდა ქოთანშიც კი შესაძლებელია, მოათავსეთ რომელიმე ოთახის კუთხეში და გამოიყენოთ დეკორატიული მიზნებისათვის.

 

პროდუქტი, რომელსაც ბუნება გვაძლევს, ყველამ ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, ისე რომ მისი არცერთი ნაწილი არ დაიკარგოს. 

 

ელენე ასათიანი