"ტყეში მიტოვებული სახლი გავაღე... შპალერიც ვერ ვიყიდე, კედელზე ჟურნალ-გაზეთები გავაკარი" - სოფელში გადასახლებული გოგონას ზღაპრული სამყარო კახეთში - Gemrielia.ge

"ტყეში მიტოვებული სახლი გავაღე... შპალერიც ვერ ვიყიდე, კედელზე ჟურნალ-გაზეთები გავაკარი" - სოფელში გადასახლებული გოგონას ზღაპრული სამყარო კახეთში

ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და თა­ვი­სი პა­ტა­რა, ლა­მა­ზი, ზღაპ­რუ­ლი სახ­ლი ჰქო­ნო­და და ცოტა ხნის წინ აიხ­დი­ნა, ოღონდ ამის­კენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იარა. მა­რუ­სა ბურ­დუ­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით პო­ლი­ტო­ლო­გია. ამ­ბობს, რომ ერთ-ერთ სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად ტუ­რიზ­მის სფე­რო­შიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­აც ჰქონ­და.

ორი წლის წინ კი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვა და სო­ფელ­ში წა­ვი­და. სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფე­ლი თოხ­ლი­ა­უ­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, სა­დაც სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, ტყე­ში წლე­ბის და­კე­ტი­ლი სახ­ლი გახ­სნა და გა­ა­ცო­ცხლა. ოღონდ, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით, ფან­ტა­ზი­ით და აქ­ტი­უ­რი შრო­მით შეძ­ლო.

- ყო­ველ­თვის მქონ­და ამის სურ­ვი­ლი და სო­ფელ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნი ძვე­ლი სახ­ლი გა­ვა­ღე... მა­ნამ­დე კი იდე­აც მქონ­და, აქ მა­ვა­ნი­ვით გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ტუ­რის­ტე­ბი კა­ხეთ­ში წა­მო­მეყ­ვა­ნა, გა­მეც­ნო კა­ხუ­რი კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ღვი­ნო და ისი­ნი ჩემს სა­კუ­თარ სახ­ლში მო­მეწ­ვია ხოლ­მე. მაგ­რამ საქ­მეს რომ და­ი­წყებ, სული და გული უნდა ჩადო, რომ გა­მო­გი­ვი­დეს. იმ პე­რი­ოდ­ში ამის დრო არ მქონ­და... 2 წლის წინ კი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვე და წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ამას პან­დე­მი­ას ვერ და­ვაბ­რა­ლებ, უბ­რა­ლოდ ამას ეს პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა...

- და რო­გორც ვა­ტყობ, პან­დე­მი­ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელი შე­გი­წყო...

- კი და საქ­მეს გუ­ლი­ა­ნად შე­ვუ­დე­ქი. ხომ ვამ­ბობ, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო, რომ ეს გა­რე­მო შე­მექ­მნა, რაც ახლა არის. ჩვენს სო­ფელ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. პაპა და მისი წი­ნა­პა­რი აქ დიდი ხნის წინ და­სახ­ლდნენ. წარ­მო­შო­ბა ამ­ბრო­ლა­უ­რი­და­ნაა, წარ­მო­მავ­ლო­ბით რაჭ­ვე­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვაქვს. ამ სო­ფელ­ში ჩვე­ნი გვა­რიც ერ­თა­დერ­თია.

ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლი ამ სახ­ლი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით არის. მოკ­ლედ, მე უშუ­ა­ლოდ ტყე­ში დავ­სახ­ლდი და აქა­უ­რო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზია. როცა ეს საქ­მე და­ვი­წყე, მშობ­ლებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­თხრეს, ტყე­ში დან­გრე­ულ სახ­ლში რად გინ­და, აქაც შე­გიძ­ლია იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­დაც ვცხოვ­რობ­თო. არა­და, სწო­რედ ის მომ­წონ­და, მი­ტო­ვე­ბუ­ლი რომ იყო, ძვე­ლი და თან, ასე ბუ­ნე­ბა­ში... გააგრძელეთ კითხვა