წაიკითხეთ ეს რჩევები,თუკი რაიმეს გამოცხობას აპირებთ - Gemrielia.ge

წაიკითხეთ ეს რჩევები,თუკი რაიმეს გამოცხობას აპირებთ

 

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ თქვენი გამომცხვარი ცომეული - პური, ფუნთუშები, კექსები, ტორტები ყოველთვის გემრიელი და ფუმფულა იყოს? რამდენიმე მარტივ საიდუმლოს გაგიმხელთ:

 

  • ყველაზე დიდი ყურადღება ფქვილს უნდა მიაქციოთ. მისი ხარისხი ფასდება წებოვნების უნარით. საფუვრიანი, მოხარშული ან ფენოვანი ცომისთვის საჭიროა მაღალი წებოვნების ფქვილი, ხოლო ფხვიერი ან ბისკვიტის ცომისთვის დაბალი. იმისთვის რომ ცომს წებოვნება შეუმცირონ, ხორბლის ფქვილს სახამებლითაც აზავებენ.

 

  • აუცილებელია ფქვილის გაცრა: ამ დროს ის ჟანგბადით მდიდრდება, ამასთანავე ქრება კოშტებიც. გამომცხვარი პროდუქტი კი ფუმფულა და რბილი გამოდის.

 

Image result for sift flour

 

  • მნიშვნელოვანია რითი და როგორ ავაფუებთ ცომს. ამისთვის გამოიყენება საფუარი, სოდა და გამაფხვიერებელი. არსებობს ორი სახის საფუარი: დაწნეხილი ანუ ნედლი და მშრალი აქტიური, სწრაფადმოქმედი. საფუარი გამოიყენება პურის, ღვეზელების, ფუნთუშების ცხობისას.

 

  • სოდა და გამაფხვიერებელი გამოიყენება ტორტების, ნამცხვრების, ბისკვიტების ცხობისას. იმისათვის, რომ სოდამ უკეთ იმოქმედოს, საჭიროა ის ფქვილს შევურიოთ, ხოლო მისი გამხსნელი მჟავა (ძმარი, ლიმონის წვენი) ცომში დასამატებელ სითხეს (არაჟანს, კეფირს,კვერცხს). რეაქცია მაშინვე იწყება და შესაბამისად, ცომი დაუყოვნებლივ უნდა შევდგათ გამოსაცხობად.

 

  • სოდისგან განსხვავებით, გამაფხვიერებელს გაზავება არ სჭირდება და პირდაპირ შეგიძლიათ დაამატოთ ცომში. მისი მომზადება სახლშიც შეიძლება: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ სოდა, 1 ს.კ სახამებელი და 20 გ ლიმონმჟავა. რეაქცია, სოდისგან განსხვავებით უშუალოდ ცხობის დროს იწყება.

 

Image result for dough


მომზადების ტექნოლოგია

საფუვრიან ცომს არ უყვარს ორპირი ქარი, ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა, ცხელი და ცივი ინგრედიენტების შერევა. უნდა ზილოთ დიდხანს, სანამ ცომი ხელიდან ადვილად არ მოგცილდებათ.

ფხვიერი ცომი მომზადების შემდეგ აუცილებლად უნდა გააციოთ მაცივარში. ბისკვიტის ცომს ფქვილი სწრაფად, მაგრამ აკურატულად უნდა შეურიოთ, რომ არ დავარდეს.



პატარა ეშმაკობები

რომ გაიგოთ ახალია თუ არა სოდა, ჩაყარეთ 1 კოვზი 1 ჭიქა წყალში. თუ ბევრი ბუშტუკები გაუჩნდება ე.ი. ახალია, თუ არა და სჯობს შეცვალოთ, თორემ ცომს კარგად არ ააფუებს.

ოქროსფერი ქერქის მისაღებად, ღვეზელს გამოცხობამდე რძეში გარეული კვერცხის გული ან ტკბილი წყალი გადაუსვით, გამოცხობის შემდეგ წაუსვით კარაქი და პირსახოცი გადააფარეთ.

საუკეთესო შედეგისთვის, ღუმელის ტემპერატურა თანაბარი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი არათანაბრად გამოცხვება.
ყველანაირი სითხე, რაც ცომში ემატება, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, თუ კი რეცეპტში არ არის მითითებული სხვაგვარად.