რა დავუმატოთ ბორშს, რომ იდეალური წითელი ფერი მიიღოს - 3 ხრიკი დამწყები დიასახლისებისთვის
კარგი, წვნიანი და ხასხასა წითელი ბორში თითქმის ყველას უყვარს. ეს ტრადიციული უკრაინული წვნიანი ძალიან სასარგებლოც არის და ძალიან გემრიელიც. ზოგი ხორცსაც უმატებს, ზოგი მხოლოდ ბოსტნეულს სჯერდება.
კულინარიულ ჯგუფებში ხშირად ინტერესდებიან, როგორ უნდა მოვამზადოთ ბორში ისე, რომ ხასხასა წითელი ფერი ჰქონდეს. ალბათ ეს შეკითხვა მსგავსი სახალისო ფორმულირებითაც არაერთხელ შეგხვედრიათ: ბორშისთვის წითელ წყალს სად ყიდულობთ?
ბორშს სიწითლეს ჭარხალი აძლევს, თუმცა დიდხნიანი ხარშვის შედეგად წვენი არა წითელი, არამედ მოყავისფრო ხდება. გიზიარებთ 3 პატარა ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ ჭარხლის, შესაბამისად წვნიანის, ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაში.
1. დაუმატეთ ძმარი
ჭარხალს რომ გახეხავთ, ცოტა ძმარი დაასხით და ისე დაუმატეთ წვნიანს.
2. დაუმატეთ ლიმონის წვენი
ლიმონის წვენიც, ძმრის მსგავსად, ჭარხალს შეგიძლიათ მოასხათ. ზოგადად, ნებისმიერი სიმჟავე ჭარხალს ფერს უნარჩუნებს.
3. ჭარხლის ნაწილი ბოლოს დაუმატეთ
თუ ძმრისა და ლიმონის გემო თქვენთვის საგრძნობია და არ მოგწონთ, კიდევ ერთ ხრიკს გასწავლით. 2-3 სკ ჭარხალი გადადეთ და ხარშვის დამთავრებამდე 5-8 წუთით ადრე ჩაყარეთ წვნიანში. ჭარხლის ეს ოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წვნიანს ლამაზი წითელი ფერი მიეცეს.
თქვენ რომელ ხრიკს მიმართავთ იდეალური ფერის წვნიანისთვის?