ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტისა და დემენციის რისკებს ამცირებს - ნახეთ ბრიტანეთის მკვლევართა ჯგუფის შედეგები
ბრიტანეთში, იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტის, იშემიისა და დემენციის რისკს ამცირებს. მათი კვლევა ჟურნალში Sci News გამოქვეყნდა.
კვლევაში მონაწილეობა 365 682-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კვლევას 2006-დან 2010 წლამდე შეუერთდნენ და ექიმები მათ ჯანმრთელობას 2020 წლამდე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში 5 079 მათგანს ჭკუასუსტობა განუვითარდა, 10 053-ს კი ინსულტი.
ინსულტისა დ ჭკუასუსტობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას, 3-5 ჭიქა ჩაის ან კომბინირებულად - ჩაისა და ყავის 4-6 ჭიქას მიირთმევდა. ამ ადამიანთა ჯგუფში ინსულტის რისკი 32%-ით ნაკლები იყო, დემენციის განვითარებისა კი 28%-ით ნაკლები, მათთან შედარებით, ვინც ჩაისა და ყავას არ სვამდა.
ამასთან, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი დაკვირვებითი კვლევები არ შეიძლება გამოვიყენოთ მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევის მონაწილეები (ბრიტანეთის ბიოფონდის მოხალისეები), როგორც წესი კარგ ფზიკურ ფორმაში არიან, ამიტომ შესაძლოა მიღებული შედეგები ზოგად მოსახლეობაში არსებულ სურათს სრულად არ ასახავდეს.