5 რამ, რაც უკრაინული სამზარეულოდან ყველაზე მეტად გვიყვარს - Gemrielia.ge

5 რამ, რაც უკრაინული სამზარეულოდან ყველაზე მეტად გვიყვარს

 


საქართველოში გვიყვარს როგორც უკრაინელი ხალხი, ასევე მათი უგემრიელესი სამზარეულოც. იგი მრავალი საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. ბევრი კერძი სხვა ხალხშიც ფართოდ გავრცელდა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას, განსაკუთრებით - სლავებში.


 


გიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც უკრაინული სამზარეულოდან ქართველებს ყველაზე მეტად გვიყვარს.


 

1. ბორში / ბორშჩი

 

უკრაინული სამზარეულო ბორშის გარეშე წარმოუდგენელია. მისი მომზადება შეგიძლიათ როგორც ღორის ნეკნებით, რბილი ხორცით, ასევე ბარკლებით, მთავარია ბულიონი იყოს ნოყიერი და კარგად გაჯერებული.


 

ინგრედიენტები

 


  • ღორის ხორცი, რბილი - 1 კგ
  • ჭარხალი - 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კომბოსტო - დაჭრილი, 1 პატარა ჯამი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • კარტოფილი - 4 ცალი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ზეთი - მოსახრაკად
  • დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
  • კამა - 1 პატარა კონა
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით

 



მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


 

2. კიევური კატლეტები 

 

კიევური კატლეტის სახელით ცნობილი კატლეტები უკრაინული სამზარეულოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს. კარგად შეზავებული ხორცი და წვნიანი გული გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.


 

ინგრედიენტები

 


  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • კარაქი - 100 გ
  • კამა - 30 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • რძე - 0.05 მლ
  • ფქვილი ამოსავლებად - 50 გ
  • საფანელი ამოსავლებად - 50 გ
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი პილპილი - გემოვნებით

 



მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


 

3. ვარენიკები

 

უკრაინული სამზარეულოდან პოპულარულია ვარენიკებიც როგორც ხაჭოსი, ასევე ალუბლის შიგთავსით. ამჯერად ხაჭოს ვარენიკებს შემოგთავაზებთ. 


 

ინგრედიენტები

 


ცომი


  • ფქვილი - 3.5 ჭიქა
  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • მარილი - 1 ჩკ
  • კვერცხი - 1 ც
  • ზეთი - 2 სკ

 


შიგთავსი


 


  • ხაჭო - 700 გ
  • კვერცხი - 1 ც
  • მარილი - გემოვნებით

 



მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


 

4. „ლვოვური სირნიკი“ 

 

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი დესერტი უკრაინიდან, რომელიც ხაჭოს მოყვარულებს გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ.


 

ინგრედიენტები

 


  • ხაჭო - 1 კგ
  • კვერცხი - 8
  • 1 ლიმონის ცედრა
  • შაქარი - 400 გ
  • კარაქი - 200 გ
  • ვანილი
  • მანანის ბურღული - 2 ს.კ
  • ქიშმიში და ნიგოზი (თხილი, ნუში) - გემოვნებით

 


მინანქარი


 


  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • არაჟანი - 5 ს.კ
  • კაკაო - 3 ს.კ

 



მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


 


5. კიევური ტორტი

 

ცხადია, ჩვენი საყვარელი უკრაინული სამზარეულო წარმოუდგენელია ცნობილი კიევური ტორტის გარეშე. სანამ თავად ჩახვალთ კიევში, მანამ სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ და დააგემოვნოთ ნამდვილი კიევური ტორტი.


 

ინგრედიენტები

 


მერენგა 17 სმ დიამეტრის


 


  • კვერცხი - 180 გ (მხოლოდ ცილა)
  • მარილი - მწიკვი
  • ლიმონმჟავა - მწიკვი
  • შაქარი - 230 გ
  • ფქვილი - 40 გ
  • თხილეული - 140 გ

 


კრემი „შარლოტა“


 


  • რძე - 120 მლ
  • ვანილის ექსტრაქტი
  • კვერცხი - 70 გ (მხოლოდ გული, 3-4 ც)
  • შაქარი - 80 გ
  • კარაქი - 180 გ (დარბილებული)

 


შოკოლადის განაში


 


  • შოკოლადი - 100 გ
  • ნაღები - 200 მლ (33%)

 



მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს


 


ჩამოთვლილიდან რომელი გიყვართ ყველაზე მეტად? ან რას დაამატებდით სიას?


 


Слава Україні! Героям слава!