რატომ „გვატირებს“ ხახვი და 1 უტყუარი მეთოდი, რომ მასთან ბრძოლაში ჩვენ მოვიგოთ - Gemrielia.ge

რატომ „გვატირებს“ ხახვი და 1 უტყუარი მეთოდი, რომ მასთან ბრძოლაში ჩვენ მოვიგოთ

 

სიამოვნებით ჭრით ხახვს თქვენი სადილისთვის მანამ, სანამ თვალები აგტკივდებათ, ცრემლები კი მთელ სახეს დაგისველებთ. შესაძლოა, წვა იმდენად გაძლიერდეს, რომ სადილის კეთებაზეც კი აიღოთ ხელი. ცუდად ჟღერს, არა?

 

რატომ გვიწვავს თვალებს ხახვი ასე ძალიან?

 

ასევე დაგაინტერესებთ: ხახვმა ცრემლები რომ არ გაღვრევინოთ... - და კიდევ 8 რჩევა, თუკი ხახვს იყენებთ ხოლმე

 

სინამდვილეში მისი ეს თვისება ბიოქიმიიდან მოდის, რადგან სანამ ხახვი თქვენს სამზარეულოში აღმოჩნდებოდა, იგი საკვებს იღებდა მზის ენერგიისგან და შთანთქავდა მინერალებს ნიადაგიდან. გამოდის, რომ ხახვი საკმაოდ კარგად შთანთქავს გოგირდს, ხოლო როდესაც თქვენ მას ჭრით, არღვევთ უჯრედებში არსებულ ამინომჟავებს და ათავისუფლებთ მათს თხევად შიგთავსს.

 

როდესაც ეს პროცესები მიმდინარეობს, ხახვში არსებული მწვავე ნივთიერებები ორთქლდება, თქვენი ტვინი კი ამ ნივთიერებებზე რეაგირებს და მწველი ორთქლის ასარიდებლად ცრემლებს გამოყოფს. საბოლოოდ, თქვენ რჩებით ცრემლიანი, ჩაწითლებული

 

თვალებით, ფაქტობრივად ბოტანიკური ომის აშკარა მსხვერპლი!

 

 

მაშ, რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ შემცირდეს მთელი ეს ქიმიური დრამა? 

 

 

ხახვის ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით ტკბილი ხახვი, ნაკლებად გოგირდოვანია და, შესაბამისად, ნაკლებად დაწვავს თქვენს თვალებს, ამიტომ ბაზარში ვიზიტისას აუცილებლად იკითხეთ, რომელი სახეობის ხახვის მირთმევას აპირებთ სადილზე. ასევე, შეგიძლიათ ხახვი წინასწარ გაყინოთ ან შეინახოთ მაცივარში დაჭრამდე. ამასთან, შეგიძლიათ ხახვი წინასწარ გარეცხოთ.

 

სხვა ხრიკები, როგორებიცაა: ასანთის დანთება, პურის ჭამა დაჭრისას ან პირით სუნთქვა, ნაკლებად ეფექტურია, თქვენ რა ხრიკები იცით?