რატომ არ უნდა მიირთვან ბავშვებმა თაფლი?
ბავშვებს უყვართ ტკვილეული, გარშემომყოფები კი მათ ერთი ტკბილი პროდუქტის მიღებას განსაკუთრებით ურჩევენ: თაფლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ მრავალი სამედიცინო ჯგუფიდან მსოფლიოში, რომლებიც თანხმდებიან, რომ თაფლი ბავშვებმა 12 თვემდე არ უნდა მიიღონ, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება მათი კვების რაციონში დამატებული, კბილების ზრდის დროს ტკივილის შესამცირებლად მიღებული თუ საკვების დასატკბობად გამოყენებული.
რატომ არ უნდა მიირთვან ბავშვებმა თაფლი?
ჩვილებისათვის თაფლის მიწოდების პრობლემა წარმოიქმნება მათი განვითარებადი მიკრობიომიდან - ეს არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც შემდგომში იწვევს ორგანიზმის ჩამოყალიბებას. სანამ ჩვილები ერთ წელს არ მიაღწევენ, მათ ნაწლავებში ბაქტერიები არ არის იმდენად განვითარებული, რომ შეაჩეროს ორგანიზმის გარკვეული ბაქტერიებით ინფიცირება, ეს ბაქტერიები კი ხშირად გხვდება თაფლში.
1998 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ თაფლის პროდუქტების 25% შეიცავს ამ ბაქტერიის სპორებს.
ჩვილებში ბოტულიზმის სიმპტომები შეიძლება იყოს კუნთების შესუსტება, რის შედეგადაც ბავშვი იწყებსს კოჭლობას, არ შეუძლია ხელების ან ფეხების მოძრაობა და ეწყება სუნთქვის უკმარისობა. მართალია დაავადებას გრძელვადიანი ეფექტები არ აქვს და სიმპტომების მკურნალობა სწრაფად არის შესაძლებელი, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ინფექციის თავიდან არიდების საუკეთესო გზა თაფლის კვების რაციონიდან ამოღებაა.