„რიგითი მოკვდავებისთვის მიუწვდომელია...“ - გაიგეთ, რატომ ღირს შაფრანი ასეთი ძვირი - Gemrielia.ge

„რიგითი მოკვდავებისთვის მიუწვდომელია...“ - გაიგეთ, რატომ ღირს შაფრანი ასეთი ძვირი

 

შაფრანას ყვავილს დიასახლისები საკმაოდ აქტიურად იყენებენ სამზარეულოში, კულინარიის ისტორიამ მისი გამოყენების არაერთი გზა შემოგვინახა.

 

ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ შაფრანას, როგორც სუნამოს, ხოლო ჩინურ წყაროებში იგი მოხსენიებულია, როგორც სამზარეულოს სანელებელი და ტანსაცმლის საღებავი. ახლა ის ზოგიერთი აღმოსავლური, ახლო აღმოსავლური და ევროპული კერძების განუყოფელი ნაწილია. მას იყენებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, მაროკო და სხვა. მიუხედავად ამისა, შაფრანა საკმაოდ ძვირი სანელებელია, მისი ფასი მოსავლის აღებასთან არის დაკავშირებული. შაფრანას ყვავილის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გამოიყენება და თითოეული მათგანის მოკრეფვა მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი.

 

ითვლება, რომ შაფრანას სამშობლო ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია და ირანია, თუმცა ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია სანელებლების ძირითადი კულტივატორები არიან.

 

ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ ამ გამორჩეული ყვითელი ფერის, ტკბილი ბალახეულის სუნი და მწარე გემოსთვის, სინამდვილეში არის სტიგმა (მრავლობითი სტიგმატა) - მტვრის ამომწვევი ნაწილი - მცენარის მდედრობითი სქესის ორგანოს, წითელი პისტილის ბოლოში.

 

 

ზანფრანის თითოეულ ყვავილში მხოლოდ სამი სტიგმაა, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სტიგმატები და მათი წითელი ბუშტები გამოიყოფა მცენარისგან, მათ აშორებენ, რათა ფერი და არომატი შეინარჩუნოს. ვინაიდან, ყვავილის მხოლოდ ასეთი მცირე ნაწილის გამოყენება არის შესაძლებელი, ერთი ფუნტი შაფრანის სანელებლის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 75000 შაფრანის ყვავილი, სწორედ ეს განაპირობებს მის მაღალ ფასს.