რჩევები თევზის დამუშავებისთვის - Gemrielia.ge

რჩევები თევზის დამუშავებისთვის


თუ ახალდაჭერილი თევზის მომზადებას მაშინვე არ აპირებთ, შეახვიეთ მარილიან წყალში დასველებულ ნაჭერში და მაცივარში შეინახეთ. ამ მეთოდით თევზის შენახვა შეიძლება 24 საათის განმავლობაში, უფრო ხანგრძლივი შენახვისთვის თევზი უნდა გაყინოთ.

გაყინული თევზი ნელა უნდა გაალღვოთ, დაუშვებელია მისი გალღვობა ცხელი წყლის ან ცხელი ჰაერის ჭავლის ქვეშ.

თუ თევზი ძალიან სლიკინაა და გასუფთავებისას ხელიდან გისხლტებათ, შეგიძლიათ მარილი მოაყაროთ და ისე გაწმინდოთ. თუ თევზი დიდია, ჯერ თავი მოაჭერით და შემდეგ მუცელის გაუფატრავად გამოაცალეთ შიგნეული, ასე მთლიან პორციულ ნაჭრებს მიიღებთ.

თუ გსურთ, რომ დაფამ თევზის სუნი არ აიღოს, წინასწარ ლიმონის ნაჭერი წაუსვით.

თევზის თავის, კუდის და ფარფლების გადაყრას ნუ იჩქარებთ, მათგან მშვენიერი ბულიონის მომზადება შეიძლება.

მარილი და პილპილი თევზს უშუალოდ მომზადების წინ უნდა მოაყაროთ. თუ გსურთ თევზის შეწვისას გამოყოფილი სპეციფიური სუნი შეამციროთ, წვისას ტაფაზე უმი კარტოფილის ნაჭრები დაამატეთ - ის სუნს შთანთქავს.

უხას ან თევზის ბულიონს ხარშვისას სულ ცოტა რძე და 2-3 ს.კ არაყი დაამატეთ - ბულიონი უფრო არომატული, ხოლო თევზი რბილი და გემრიელი გახდება.