ლუკა ნაჭყებია: „ამიერიდან ვეცდები რომ არცერთი პროდუქტი გამოვიყენო, რომელიც ასოცირებულია რუსეთთან“ - Gemrielia.ge

ლუკა ნაჭყებია: „ამიერიდან ვეცდები რომ არცერთი პროდუქტი გამოვიყენო, რომელიც ასოცირებულია რუსეთთან“

სურსათის ტექნოლოგი და „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთთან ასოცირებული პროდუქტების გამოყენებას არ აპირებს:

 

„რუსულ პროდუქტს ისედაც არ ვიყენებ თუ ვიცი რომ რუსულია. ამიერიდან ვეცდები, რომ არცერთი პროდუქტი გამოვიყენო რომელიც ასოცირებულია რუსეთთან, მათ შორის რუსული საწვავი, რუსული კომპანიების მომსახურებები, ბელორუსული იმპორტი და ა. შ

 

უბრალოდ ტრაგედია ისაა ამ ქვეყანაში, რო ვერ გაიგებ რამე თუ დარჩა, რაც რუსული არაა...

 

მაპატიეთ იმ ნაცნობებმა ვინც რუსული პროდუქტის იმპორტს ეწევით.. თქვენი პრობლემებიც მესმის, მაგრამ ყველას ჩვენი პატარა საზღვარი გვაქ და პირადად სადაც შემიძლია ჩემ პატარა საზღვარს იქ გავავლებ,“ - წერს ლუკა ნაჭყებია.

 

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს რუსეთიდან არაერთი პროდუქტი შემოაქვს. გასულ წელს ფქვილის იმპორტმა 36 ათას ტონას გადააჭარბა.