ვიცი რამდენიმე საიდუმლო, რომ ჩემი პასტა მეორე დღესაც უგემრიელესი იყოს - Gemrielia.ge

ვიცი რამდენიმე საიდუმლო, რომ ჩემი პასტა მეორე დღესაც უგემრიელესი იყოს

 

თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც არ გიცდიათ წინა დღის შემორჩენილი მაკარონის გაცხელება, ჩათვალეთ რომ გაოცებულები ვართ.

 

ბოლოს და ბოლოს, მაკარონი თითქმის სრულყოფილი საკვებია. მათთვის, ვისაც სახლში ბავშვები ჰყავს, გემრიელი, ხელმისაწვდომი, მარტივად მოსამზადებელი და სტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკარონის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თითქმის ყველაფერი, რაც ხელთ გაქვთ და არაჩვეულებრივი სოუსიც შექმნათ, რასაც 20 წუთი ან კიდევ უფრო ნაკლები დასჭირდება.

 

მაკარონის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ შეგიძლიათ ის დიდი რაოდენობით მოამზადოთ და რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთვათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ მაკარონის ხელახლა გაცხელების სწორი გზა იცოდეთ.

 

რატომ? იმიტომ, რომ თქვენი მცდელობა, გააცხელოთ მაკარონი მიკროტალღურ ღუმელში, სავარაუდოდ მშრალი, რეზინის მსგავსი საკვების მიღებით დასრულდება. 

 

აი, როგორ უნდა გააცხელოთ იგი ისე, რომ პირვანდელი გემო და სურნელი დაუბრუნოთ:

 

 

ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა მაკარონის სოუსის გარეშე მომზადებაა.

 

თუ კერძი სოუსის გარეშე გაქვთ მომზადებული. მაშინ მისი გაცხელების საუკეთესო საშუალება მათი ლითონის საწურში მოთავსება და მდუღარე წყლით სავსე ქვაბში გაცხელებაა. ეს მეთოდი არა მარტო აცხელებს კერძს, არამედ ასუფთავებს მას სხვადასხვა ბაქტერიისგანაც.

 

თუ თქვენს მაკარონს სოუსი უკვე აქვს, მაშინ მოათავსეთ ჭურჭელში, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 350 გრადუსზე, სანამ არ გაცხელდება, 15-20 წუთის განმავლობაში. 20 წუთის შემდეგ მოხსენით ფოლგა და მოაყარეთ პარმეზანი ან ნებისმიერი სხვა სახის ყველი.

 

 

ასევე შეგიძლიათ გაათბოთ მაკარონი და სოუსი, თავდახურული, მიკროტალღურ ღუმელში ან ტაფაზე, საშუალოდ დაბალ ცეცხლზე. დროდადრო ამოურიეთ, სანამ გაცხელდება.

 

დაიმახსოვრეთ, მოხარშული მაკარონი ვარგისია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, ამიტომ ეცადეთ მანამ მიირთვათ.