დიახ, მე არ ვრეცხავ ქათამს. დიახ, სწორად ვიქცევი და აი, რატომ... - Gemrielia.ge

დიახ, მე არ ვრეცხავ ქათამს. დიახ, სწორად ვიქცევი და აი, რატომ...

 

ბევრ დიასახლისს ჩვევად აქვს ქათმის მოხარშვამდე მისი გარეცხვა. დასაბუთება ნამდვილად გასაგებია: უმი ქათამი ნესტიანი და წვეთოვანია, ამიტომ შეფუთვიდან ამოღების შემდეგ მისი გარეცხვის სურვილი ჩნდება. ასე იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ქათამი სუფთა და ბაქტერიებისაგან სრულიად დაცულია.

 

სამწუხაროდ, ეს არის უზარმაზარი შეცდომა, რომელზეც სურსათის უვნელობის დეპარტამენტიც საუბრობს. როდესაც უმ ფრინველზე წყალს ასხამთ, შედეგად მხოლოდ პოტენციურად საშიშ ბაქტერიებს ავრცელებთ ონკანსა და ნიჟარაში. წარმოიდგინეთ, როდესაც ონკანიდან წყალი ხვდება ფრინველს, ის შხეფების სახით აფრქვევს და ავრცელებს თვალით უხილავ მიკროორგანიზმებს.

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს თუ დავუჯერებთ, სინამდვილეში ქათამი ნომერ პირველი საკვებია, რომელიც კვებით ინტოქსიკაციას იწვევს. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმითაც, რომ საწარმოო ობიექტები ვერ აკმაყოფილებენ ხარისხის სტანდარტებს, მაგრამ არასათანადო მოპყრობა და გაწმენდაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანთა უმეტესობა ამას პირიქით აკეთებს! 3 პროდუქტი, რომლის გარეცხვაც არ შეიძლება და 3 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გარეცხოთ!

 

დასაწყისისთვის, ქათმის გარეცხვის ნაცვლად, უმჯობესია მოხარშოთ ის 165 გრადუსამდე ტემპერატურაზე, სანამ ხორცი არ გახდება გამჭვირვალე, ვარდისფერი ნაწილების გარეშე. ტემპერატურა ხორცს ყველანაირი ბაქტერიისგან გაწმენდს.

 

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანახმად, ნებისმიერი ბაქტერია, რომელიც შესაძლოა იყოს ქათამში, მოკვდება თუ დარწმუნდებით, რომ ტემპერატურა 165 გრადუსს მიაღწევს.

 

თუ მაინც გსურთ უმი ქათმის გაწმენდა, უმჯობესია წყლის ნაცვლად გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები და აირიდოთ ნიჟარისა და სხვა ნივთების დაბინძურების საფრთხე.

 

და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დაიბანოთ ხელები და ყველაფერი, რასაც უმი ხორცი ან მისი წვენები ეხება, რათა თავიდან აიცილოთ ჯვარედინი დაბინძურება. 

 

თქვენ როგორ ასუფთავებთ ქათამს?