რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - 2021 წლის მონაცემები - Gemrielia.ge

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - 2021 წლის მონაცემები

 

2021 წლის იანვარ-ივლისში რუსეთთან საერთო სავაჭრო ბრუნვამ 868, 003 მლნ დოლარი შეადგინა, რითიც რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ. ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან პროდუქციის იმპორტმა 545, 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.1%-ით გაიზარდა. ხოლო ექსპორტმა 322, 686 მლნ აშშ დოლარი და 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 40.4%-ია.

 

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

 

  • ფეროშენადნობები - 83,985 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 71,670 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 36,434 მლნ აშშ დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 18,452 მლნ აშშ დოლარი
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი - 16,769 მლნ აშშ დოლარი
  • დანარჩენი საქონელი სულ - 95,373 მლნ აშშ დოლარი

 

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

 

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 68,532 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 62,893 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 41,170 მლნ აშშ დოლარი
  • მზესუმზირის ზეთი - 26,026 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 22,120 მლნ აშშ დოლარი
  • დანარჩენი საქონელი სულ - 324,573 მლნ აშშ დოლარი

 

წყარო: BPN.ge